ტოპ 14

17:27 | 20.04.2016 | ნანახია 2132 - ჯერ

პოლ გოზი: „ტოპ 12 საფრანგეთის ნაკრების პრობლემებს ვერ მოაგვარებს“

საფრანგეთის ნაციონალური ლიგის, LNR-ის [რომელიც ტოპ 14-ისა და პრო დ2-ის ჩატარებაზეა პასუხისმგებელი] პრეზიდენტი პოლ გოზი ტოპ 14-ის შეკვეცის და მასში მონაწილე გუნდების 12-მდე შემცირების წინააღმდეგია.

ქვეყნის ეროვნული გუნდის მსოფლიო თასზე და ექვს ერზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, ქვეყანაში გამოსავლის ძიება დაიწყეს და გუნდებში ლეგიონერების შემცირების შემდეგ, ტოპ 14-ში მონაწილეთა რაოდენობის შემცირებას მიადგნენ. ყოველ შემთხვევაში, ასეთია LNR-ის ტექნიკური და საფრანგეთის რაგბის კავშირის გაერთიანებული კომიტეტის რეკომენდაცია.

„შესაძლოა, შორეულ პერსპექტივაში ეს შესაძლებელი გახდეს, მაგრამ ამჟამად მას უპირატეს ვარიანტად არც კი განვიხილავთ. ტოპ 12 საფრანგეთის ნაკრების პრობლემებს ვერ მოაგვარებს“ - აღნიშნა გოზიმ და მიანიშნა, რომ მინიმუმ 2019 წლამდე შემცირებაზე საუბარიც კი არ იქნება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:07 | 21.04.2016
BEERTRANCE (1073)

ძალიანაც კარგი

0.087392