კელტების ლიგა

17:18 | 28.03.2016 | ნანახია 1406 - ჯერ

„გლაზგო“ ოთხეულის ზღვარზე [+ ვიდეო]

ირლანდიელების, უელსელების, შოტლანდიელების და იტალიელების გაერთიანებულ ჩემპიონატში, „გინეს პრო 12“-ში, გნებავთ „კელტების ლიგაში“ მორიგი, მე-18 ტურის თამაშები გაიმართა.

აქ ჩვენთვის ყველაზე საინტერესო გუნდი მოქმედი ჩემპიონი, საქართველოს ნაკრების კვაჭის, შალვა მამუკაშვილის შოტლანდიური კლუბი „გლაზგო უორიორსია“, რომელმაც კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოიგო და იტალიურ „ძებრესთან“ გამოტოვებული თამაშისა და დარჩენილი შეხვედრების გრაფიკის გათვალისწინებით, მოწინავე ოთხეულში დამკვიდრება აღარ უნდა გაუჭირდეს.

მე-18 ტურში შოტლანდიელმა „მებრძოლებმა“ ირლანდიურ „ოლსტერს“ 27:17 მოუგეს და მას ქულებით გაუტოლდა. „გლაზგოს“ ზედიზედ ხუთი მოგება დაუგროვდა და რაც მნიშვნელოვანია, განვლილი მატის მიწურულს 55 მეტრიდან გატანილი ჯარიმით, მეტოქეს 7 ქულით მარცხისთვის პრემიალური ქულის აღება არ დაანება.

თავიდან სულაც სტუმრები იგებდნენ და 58-ე წუთისთვის ანგარიში 17:9 იყო, მაგრამ მერე სამი წუთის ინტერვალში სტიუარტ ჰოგმა და ტომი სეიმურმა ლელოები გაიტანეს, ხოლო ფინ რასელმა ერთი ზუსტი გარდასახვის შემდეგ, კიდევ ორი ჯარიმა მიითვალა. მამუკაშვილი განაცხადში არ იყო.

ამავე დღეს უელსურმა „კარდიფმა“ „ბენეტონს“ უმასპინძლა და 56:8 დაამარცხა, ხოლო ირლანდიურმა „მანსტერმა“ „ძებრეს“ 47:0 მოუგო. შედეგად, ორივემ დაგეგმილი 5 ქულა ჩაიწერა.

ცენტრალურ მატჩში, ირლანდიურ დერბიში, „კონახტმა“ უახლოეს მდევარ „ლენსტერს“ უმასპინძლა. აქ წყდებოდა ვინ გახდებოდა ერთპიროვნული ლიდერი და მატჩის ერთადერთი ლელო კირან მერმიონმა მე-13 წუთზე გაიტანა, ხოლო ირლანდიური ფესვების მქონე ამერიკელმა ალან მაკგინტმა გარდასახვა გამოიყენა. „ლენსტერმა“ ამაზე იან მედიგანის ორი ჯარიმით უპასუხა, ბოლოს მაგრად შეუტია, თუმცა ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და „კონახტმა“ 7:6 იმარჯვა.

ლდერებს კვალში უდგას „სკარლეტსი“, რომელმაც უელსურ დერბიში „ოსპრეიზი“ სტუმრად 25:16 დაამარცხა. წვიმიან ამინდში, პირველ ტაიმში გუნდებმა თითო ლელო გაცვალეს და საწყისი 40 წუთი 13:13 დასრულდა. დასკვნით მეოთხედში ალედ ტომასმა ოთხი ჯარიმა 12 ქულად აქცია და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

რთულ ბუნებრივ პირობებში წარიმართა უელსური „ნიუპორტისა“ და შოტლანდიური „ედინბურგის“ შეხვედრაც. შესვენებამდე სტუმრებმა სამი ჯარიმა გაიტანეს და ერთი გაუშვეს. შესვენების შემდეგ მასპინძელმა ჰალემ ემოსმა ორი ლელო დადო, მაგრამ მეორე გარდასახვა არაზუსტი იყო, მათ შორის ლელო სტუმრებმაც გაიტანეს და გარდასახვაც გამოიყენეს. 53-ე წუთის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და შოტლანდიელები შინ 4 ქულით დაბრუნდნენ - 16:15.

გინეს პრო 12. XVIII ტური

კარდიფი [უელსი] - ბენეტონი [იტალია] 56:8

მანსტერი [ირლანდია] - ძებრე [იტალია]47:0

გლაზგო [შოტლანდია] - ოლსტერი [ირლანდია] 27:17

ოსპრეიზი [უელსი] - სკარლეტსი [უელსი] 16:25

კონახტი [ირლანდია] - ლენსტერი [ირლანდია] 7:6

ნიუპორტი [უელსი] - ედინბურგი [შოტლანდია] 15:16

1.

კონახტი

18

13

0

5

427:345

63

11

2.

ლენსტერი

18

13

0

5

356:205

59

7

3.

სკარლეტსი

18

13

0

5

396:333

57

5

4.

მანსტერი

18

11

0

7

374:332

52

8

5.

გლაზგო

17

10

1

6

353:316

51

9

6.

ოლსტერი

18

10

0

8

347:248

51

11

7.

ედინბურგი

18

10

0

8

317:288

47

7

8.

კარდიფი

18

8

0

10

438:374

44

12

9.

ოსპრეიზი

18

8

1

9

351:352

39

5

10.

ნიუპორტი

18

4

0

14

283:357

25

9

11.

ძებრე

17

4

0

13

220:507

19

3

12.

ბენეტონი

18

2

0

16

253:458

16

8

XIX ტური

ბენეტონი - გლაზგო, ედინბურგი - ძებრე, ლენსტერი - მანსტერი, ნიუპორტი - ოსპრეიზი, სკარლეტსი - კარდიფი, ოლსტერი - კონახტი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.132336