ბერლინში გამართულ ყოველწლიურ დაჯილდოვების ცერემოანიალ Laureus World Sports Awards-ზე, რომელსაც არაოფიციალურად სპორტული „ოსკარის“ დაჯილდოვებასაც ეძახიან, გასული წლის გამორჩეული სპორტსმენები და სპორტული გუნდები დააჯილდოვეს.
ნომინაციაში „წლის დაბრუნება“, ჯილდო ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილ მგეზავ დენ კარტერს გადაეცა, რომელიც ისეთ სპორტსმენებს შორის გამოარჩიეს, როგორებიც ჯესიკა ენის-ჰილი [დიდი ბრიტანეთი, მძლეოსნობა], მიკ ფენინგი [ავსტრალია, სერფინგი], მაიკლ ფელპსი [აშშ, ცურვა], დავიდ რუდიშა [კენია, მძლეოსნობა] და ლინდსი ვონი [აშშ, სამთო-თხილამურები] არიან.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია