„მსოფლიო რაგბის“ ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი ბერნარ ლაპასე წასვლამდე, ანუ მაისამდე, თამაშის გლობალიზაციაზე ზრუნვას განაგრძობს. ექვსი ერის კარის გახსნის იდეის გაჟღერების შემდეგ, ის ამბობს, რომ რაგბის მომავალი აზიაშია.
„რაგბი მხოლოდ ევროპისა და სამხრეთ ნახევარსფეროს თამაშია როდია. ის აზიის თამაშიცაა და დარწმუნებული ვარ, რაგბის მომავალი სწორედ აზიაშია. როდესაც გავხსნით ჩინეთის ბაზარს, გაიხსნება მთელი აზიის ბაზარი. რაგბის განვითარებისას მნიშვნელოვანია, რომ თითოეული რეგიონის თავისებურება გავითვალსწინოთ და ადაპტირება მოვახდინოთ. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული რეგიონისთვის, მისი კულტურისთვის მისაღები გადაწყვეტილება მივიღოთ“ - აღნიშნა ლაპასემ.
აზიის რეგიონში რაგბის განვითარებისთვის უკვე გადაიდგა რიგი ნაბიჯები - ჩინეთში რაგბის განვითარებისთვის „მსოფლიო რაგბიმ“ უმსხვილეს ჩინურ ინტერნეტ-მაღაზია ALIBABA-სთან 10-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ პერიოდში ქვეყანაში რეგისტრირებულ მოთამაშეთა რაოდენობა, 5-6 ათასიდან მილიონამდე უნდა გაიზარდოს; ოთხი წლით გახანგრძლივდა კონტრაქტი 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერიის ამჟამინდელ სპონსორთან, ჰონკონგის საინვესტიციო ბანკ HSBC Global-თან; ახალზელანდიურმა Coliseum Sports Media Group-მა ჩინეთში ციფრული პლატფორმის შესაქმნელად და ქვეყანაში სუპერ რაგბის მატჩების ტელეტრანსლიაციების ორგანიზებისთვის, მრავალმილიონიანი პროექტის განხორციელების ვალდებულება აიღო.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჩინელებმა თუ დაიწყეს რაგბის თამაში ...
არავის გადაუღუნონ ))))