ტოპ 14

13:57 | 19.04.2016 | ნანახია 3153 - ჯერ

ტოპ 14 12-მდე შემცირდებაო - რა ელით ქართველებს?

საფრანგეთის უმაღლეს სარაგბო დივიზიონ ტოპ 14-ში შესაძლოა, მონაწილე გუნდების რაოდენობა 12-მდე შემცირდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული rugbyrama.fr აქვეყნებს.

მის თანახმად, გუნდების რაოდენობის შემცირება 2018/19 წლების სეზონისთვის იგეგმება, დივიზიონიდან მხოლოდ ერთი გუნდი გავარდება, ხოლო საჩემპიონო პლეი-ოფებში ექვსის ნაცვლად ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

თუ აღნიშნული იდეა განხორციელდება ეს ქართველ მორაგბეებზეც იქონიებს გავლენას. მოგეხსენებათ „ბორჯღალოსანთა“ ძირითადი ბირთვი სწორედ ამ დივიზიონში ასპარეზობს და შესაძლოა, რამდენიმე მათგანს უმაღლესი დონის მეტოქეებთან თამაშის საშუალება შეეზღუდოს, რაც ნაკრებისთვის საზიანო იქნება. მეორეს მხრივ, 12-გუნდიან ჩემპიონატში მატჩების რაოდენობა იკლებს და ჩვენს ბიჭებსაც ცოტა მეტი დასვენების საშუალება ექნებათ.

ეს საკითხი ერთ-ერთია იმ 15 საკითხიდან, რომლის განხორციელებასაც საფრანგეთის რაგბის ფედერაცია და რაგბის ნაციონალური ლიგა გეგმავს.

საინტერესოა კიდევ ერთი საკითხი - მაისში, ან ივნისში, „ელიტიდან“ 30, ხოლო „რეზერვებიდან“ 20-დან 30-მდე საფრანეგთის ნაკრების მორაგბე აირჩევა. ეს მორაგბეები ფედერაციის ზედამხედველობის ქვეშ იქნებიან და მუდმივ სამედიცინო შემოწმებას გაივლიან. ფედერაცია ასევე იზრუნებს იმაზე, რომ საერთაშორისო თამაშებზე დაწესებულ სათამაშო დროის ლიმიტი, ამ მოთამაშეებს არ შეეხოთ.

რჩეულ მორაგბეებს სეზონში სათამაშო მატჩების რაოდენობა გაეზრდებათ, თუმცა მათთვის უმაღლეს დივიზიონში ერთი კვირით ზედმეტი შვებულება დაიშვება.

იდეის მიხედვით, ეს კრებული მთელი ექვსი კვირით ექვსი ერის მსვლელობისას, საფრანგეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის განკარგულებაში იქნება, რასაც ნოემბრის ტესტ-მატჩების პერიოდში კიდევ ოთხი კვირა დაემატება.

გათვალისწინებულია კლუბებისთვის კომპენსაციის გაცემაც - შეკრებაზე მოთამაშის მიერ გატარებულ ყოველ დღეზე, ფედერაციამ რაგბის ნაციონალურ ლიგას 1200-დან 2000 ევრომდე უნდა გადაუხადოს.

საინტერესოა კიდევ ერთი წინადადება - საფრანგეთის ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ შეხვედრის დროს ცვლილებების რაოდენობა ათამდე გაზარდონ, იმ შემთხვევაში თუ ისინი განაცხადში გარკვეული რაოდენობის ახალაგზრდა მოთამაშეებს შეიყვანენ.

2015 წლის მსოფლიო თასზე საფრანეგეთის ნაკრების არადამაჯერებელმა თამაშმა ფრანგებში დიდი მღელვარება გამოიწვია. დიდწილად, სწორედ ამან განაპირობა ფედერაციისა და ლიგის თანამშრომლობა. მათი საერთო პროქტის საბოლოო სახე აპრილის ბოლოს გახდება ცნობილი.

უჩა გოგიძე


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:28 | 19.04.2016
deqstera (86)

კლერმონი - ზირაქიშვილი, კოლელიშვილი
ტულონი - გორგოძე, მიქაუტაძე, ჩილაჩავა, ალხაზიშვილი
მონპელიე - ქუბრიაშვილი, ნარიაშვილი
ტულუზი - კაკოვინი
ბრივი - ასეიშვილი, ჟღენტი(არვიცი ნაკრებში რატო არაა), შველიძე, ცუცქირიძე, ლობჟანიძე(ვასკა)
სტად ფრანსე - მელიქიძე, ჟვანია

ის გუნდები რომლებშიც ჩვენი ნაკრების კანდიდატები თამაშობენ, პლიუს მჭედლიძის აჟენი, ყველა ტრადიციული გუნდია და იმ 12გუნდშიც შეინარჩუნებენ ადგილს, აჟენიც სავარაუდოდ დაბრუნდება და რომც არდაბრუნდეს მჭედლიძე ისეთ ფორმაშია ადვილად დააინტერესებს უმაღლესი რანგის კლუბებს...

0.084734