რუმინეთის თასის მეხუთე ტურის ცენტრალურ მატჩში, მიხეილ არჩუაშვილის „სტიაუამ“ ბუქარესტში ბიძინა სამხარაძის „ბაია მარეს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 18:16 დაამარცხა.
ტრადიციულად, ორივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო. საწყის 5 წუთში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მე-17 წუთზე სტუმრები არეკნით კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ და 28-ე წუთზე უპირატესობის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ ჯარიმა ძელმა აისხლიტა. 33-ე წუთზე „სტიაუამ“ ჯარიმით წონასწორობა აღადგინა, ორიოდე წუთში კი, ლელო გაიტანა და გარდასახვაც გამოიყენა. ზედ შესვენების წინ სამხარაძის აქტიურობის შემდეგ ლელო „ბაია მარემაც“ დადო, თუმცა ვიდეო-რეფერიმ ის გააუქმა და ტაიმი 13:6 დასრულდა.
მეორე ტაიმში ინიციატივას სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ ლელო თავად მიიღეს - „სტიაუამ“ ბურთი ჩაჭრა და 60-მეტრიან რეიდი ლელოთი დასრულდა. დასკვნით მეოთხედში „ბაია მარეს“ მონდომებამ შედეგი გამოიღო. 63-ე და მე-80-ე წუთებზე მათ ორი ლელო გაიტანეს, მაგრამ ვერცერთი გარდასახვა ვერ გამოიყენეს და გამარჯვება „სტიაუას“ დარჩა - 18:16.
ამრიგად, არჩუაშვილის გუნდმა ოთხიდან ოთხი თამაში მოიგო და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა, სამხრაძის „ბაია მარე“ კი, 15 ქულით „ტიმიშოარა სარასენსთან“ მეორე-მესამე ადგილებს იყოფს.
გუნდები | თ | მ | ფ | წ | გატ | გაშვ | სხვ | ქ | ბ | ჯამში | |
1 | სტიაუა | 4 | 4 | 0 | 0 | 139 | 64 | +75 | 16 | 2 | 18 |
2 | ბაია მარე | 4 | 3 | 0 | 1 | 129 | 49 | +80 | 12 | 3 | 15 |
3 | ტიმიშოარა სარასენსი | 4 | 3 | 0 | 1 | 97 | 53 | +44 | 12 | 3 | 15 |
4 | დინამო | 5 | 3 | 0 | 2 | 114 | 103 | +11 | 12 | 1 | 13 |
5 | ოლიმპია | 4 | 1 | 0 | 3 | 53 | 110 | -57 | 4 | 1 | 5 |
6 | უნივერსიტატეა | 4 | 1 | 0 | 3 | 58 | 100 | -42 | 4 | 0 | 4 |
7 | უნირეა | 5 | 0 | 0 | 5 | 68 | 179 | -111 | 0 | 0 | 0 |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია