ამბები

12:54 | 21.01.2016 | ნანახია 3464 - ჯერ

"მსოფლიო რაგბიმ" ახალი სადისციპლინო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა

"მსოფლიო რაგბის" აღმასრულებელმა კომიტეტმა შექმნა ახალი სადისციპლინო კომისია და დაამტკიცა ჯგუფის შემადგენლობა, რომელშიც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძეცაა.

კომისია მუშაობას დაიწყებს 2015 წლის მსოფლიო თასთან დაკავშირებული სადისციპლინო საკითხების განხილვით (მ.შ. ტურნირის სადისციპლინო დებულების ეფექტური და არაეფექტური მხარეების გამოვლენა, მისაღები ზომების განხილვა და ა.შ.). სავარაუდოდ მომავალში ამ კომისიას სხვა საკითხების განხილვაც დაევალება.

1 თებერვალს ჯგუფი გამართავს სატელეფონო კონფერენციას, ხოლო პირველი სხდომა 3 მარტს ჩაატარებს დუბლინში.


კომისიის შემადგენლობა:

თავმჯდომარე: ბობ ლათემი (მსოფლიო რაგბის დებულებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მსოფლიო რაგბის აღმსასრულებელი კომიტეტისა და საბჭოს წევრი, ჩრდილო ამერიკის და კარიბის რეგიონის სარაგბო ასოციაციის (NACRA) პრეზიდენტი და წარმომადგენელი მსოფლიო რაგბში, აშშ-ს რაგბის კავშირის თავმჯდომარე)

კომისიის წევრები:

  • ჯონ ჯეფრი - მსოფლიო რაგბის სარაგბო კომიტეტის თავმჯდომარე, მსოფლიო რაგბის საბჭოს წევრი, სარაგბო სამყაროში ‘თეთრ ზვიგენად’ ცნობილი, წარსულში ლეგენდარული მორაგბე, შოტლანდიის ნაკრების ყოფილი წევრი;
  • პიერ კამუ - საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტი;
  • აგუსტინ პიშოტი - მსოფლიო რაგბის აღმსასრულებელი კომიტეტის და საბჭოს წევრი, არგენტინული და მსოფლიო რაგბის ლეგენდა, პუმების ყოფილი კაპიტანი, მსოფლიო რაგბის დიდების დარბაზის წევრი;
  • გიორგი ნიჟარაძე - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი;
  • ქონრად სმითი - ლეგენდარული ‘ოლ ბლექი’, 2011 და 2015 წლის მსოფლიო თასების გამარჯვებული;
  • მაიქ რაფტერი - კლუბ ბრისთოლის, ინგლისის ნაკრებისა და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ყოფილი ფლანკერი;

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.096475