ვიდეო

19:33 | 26.03.2016 | ნანახია 1703 - ჯერ

დაუნდობელი ჩხუბი ფრანგ და ბრიტანელ მეზღვაურ მორაგბეებს შორის (+ვიდეო)

სანამ ინგლისის ეროვნული ნაკრები საფრანგეთში ექვსი ერის ჩემპიონობას ოფიციალურად გაიფორმებდა, წინა დღეს კიდევ ერთი ფრანგულ-ბრიტანული დაპირისპირება შედგა: ფრანგმა მეზღვაურმა მორაგბეებმა ტულონში ბრიტანელ მეზღვაურ მორაგბეებს უმასპინძლეს და ეს მატჩი ყურადღების ცენტრში მოედანზე ატეხილი მასობრივი ჩხუბის გამო მოხვდა.

სტადიონზე შეკრებილმა ქომაგმა ბოლო პერიოდში რაგბიში მომხდარი ყველაზე მასობრივი ცემა-ტყეპა იხილა, ჩხუბში მოედანზე მყოფი ყველა მონაწილე ჩაება, რამდენიმე მოჩხუბარი კი სათადარიგო სკამიდანაც გადმოხტა.

მოთამაშეთა დამშვიდება რთული საქმე იყო, თუმცა მსაჯმა ამ ამოცანას თავი გაართვა - ორივე გუნდიდან თითო-თითო მოთამაშეს წითელი ბარათი უჩვენა და მოთამაშეებს დასამშვიდებლად რამდენიმე წუთი მისცა.

მატჩი განახლდა და მასპინძელმა ფრანგებმა 28:6 იმარჯვეს, შესბამისად, „ბებქოსის თასსაც“ დაეუფლნენ. აღნიშნული თასი ამ ორ გუნდს შორის 2005 წლიდან თამაშდება.

„მატჩის დროს უსიამოვნო ინციდენტი მოხდა, თუმცა მორაგბეებმა შეძლეს დამშვიდება და შეხვედრის დასრულება. მატჩის შემდეგ, როგორც წესია, ორივე გუნდმა ერთად მოვილხინეთ და ლუდი დავლიეთ“ - აცხადებენ ბრიტანელთა შტაბში.

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079861