დიდი 10

19:21 | 26.03.2016 | ნანახია 1226 - ჯერ

„დიდი 10“-ის უცნაური ტური

საქართველოს ჩემპიონატის დასკვნით ტურებში მოულოდნელი თუ უცნაური შედეგები ხშირად დაფიქსირებულა და გამონაკლისი არც წლევანდელი სეზონია. „დიდი 10“-ის ბოლოსწინა ტურის პირველ სათამაშო დღეს, გასავარდნი ზონის სიახლოვეს მყოფმა სამივე გუნდმა ლიდერებთან გამარჯვება მოიპოვა.

„ავჭალაზე“, სადაც 2017 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო თასის თამაშებისთვის სარემონტო სამუშაოებია დაწყებული, „აკადემიამ“ ერთ-ერთი ლიდერი „ლოკომოტივი“ უშანსოდ, 31:3 დაამარცხა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. პირველ ტაიმში ივა დავითაშვილი ორ მცველს გაექცა და ლელო გაიტანა, რის შემდეგაც „აკადემიამ“ ტაიმი 10:3 მოიგო. მეორე ნახევრის დასკვნით მეოთხედში „მხატვრებმა“ „ლოკომოტივს“ კიდევ სამი ლელო დაუდეს და 31:3 დაამარცხეს.

დაძაბული ბრძოლა გაიმართა რუსთავში, სადაც „ხარები“ გორის „ჯიქს“ მასპინძლობდა. პირველ ტაიმში ერთადერთი ლელო სტუმრებმა გაიტანეს და გორელები 11:3 დაწინაურდნენ. სტუმრებმა მეორე ტაიმშიც დადეს ერთი ლელო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, „ხარებმა“ 19:18 იმარჯვა და „ჯიქი“ პრემიალური ქულის ამარა დატოვა.

უძლიერესთა შორის დარჩენის შანსი რომ გაუჩნდა, „არმაზმა“ ქუთაისში „აიასთან“ იბრძოლა და ტაიმი 16:19 დათმო, ჯამში კი, 37:33 იმარჯვა. „აიას“ პრემიალური ქულა ერგო, „არმაზი“ კი, დასკვნით ტურში „ხარებს“ მასპინძლობს და ბევრი რამ მანდ გადაწყდება. მანამდე, კიდევ ერთი აუტსაიდერი „არმია“ „ბათუმს“ ფოთში შეხვდება და თუ მანაც იმარჯვა, ფაქტობრივად ტურის წინ არსებული სიტუაცია შენარჩუნდება. ხვალვე ტურის ცენტრალურ მატჩში ბოლნისის „ყოჩები“ ლიდერს, „ლელო-სარასენსს“ ეთამაშება.

დიდი 10. XVII ტური

26 მარტი

თბილისი. „ავჭალა“

ლოკომოტივი [თბილისი] - აკადემია [თბილისი] 3:31

რუსთავი

ხარები [რუსთავი] - ჯიქი [გორი] 19:18

ქუთაისი

აია [ქუთაისი] - არმაზი [თბილისი] 33:37

25/03

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

ლელო სარასენს თბილისი

16

12

1

3

2

1

0

297:222

+75

31/22

53

2

ლოკომოტივი თბილისი

17

11

1

5

1

4

0

292:251

+41

30/20

51

3

ჯიქი გორი

17

9

1

7

4

4

0

262:176

+86

27/11

46

4

ყოჩები ბოლნისი

16

10

0

6

1

4

0

279:242

+37

22/22

45

5

ბათუმი ბათუმი

16

9

1

6

1

5

0

262:233

+29

21/12

44

6

აია ქუთაისი

17

8

2

7

1

4

0

286:279

+7

26/20

41

7

აკადემია თბილისი

17

6

0

11

1

5

0

180:242

-62

13/25

30

8

ხარები რუსთავი

17

6

0

11

0

5

0

227:299

-72

18/31

29

9

არმია თბილისი

16

4

1

11

0

8

0

275:341

-66

19/37

26

10

არმაზი თბილისი

17

4

1

12

0

7

0

234:309

-75

22/29

25

^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო

25/03 @ 17.50

ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში
პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს [მინიმუმ] სამით მეტ ლელოს გაუტანს
ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 8 ქულაზე ნაკლებით [გარდასახული ლელოს ფარგალში] დამარცხდება
ფრეზე ბონუსი არავის ერგება. სისტემა ქართულია: განსხვავდება ფრანგული და დანარჩენი მსოფლიოს ნიხრებისგან

27 მარტი

თბილისი. „შევარდენი“. 14:00 საათი

ყოჩები [ბოლნისი] - ლელო-სარასენსი [თბილისი]

ფოთი. 14:00 საათი

ბათუმი [ბათუმი] - არმია [თბილისი]

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
1.704925