ამბები

23:41 | 7.12.2015 | ნანახია 4040 - ჯერ

გორგოძე და კაკოვინი სიმბოლურში

საფრანგეთის მორაგბეთა პირველი ელიტარული დივიზიონის, ტოპ 14-ის მე-10 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ორი ქართველი მორაგბე მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ წინა ტურის სიმბოლურში სამი “ბორჯღალოსანი” იყო, რომელთაგან ერთი - მამუკა გორგოძე, კვლავაც მოწოდების სიმაღლეზე იყო და ფრანგმა ჟურნალისტებმაც ის კიდევ ერთხელ დააფასეს. “აჟენთან” 53:23 მოგებულ მატჩში, გორგოძემ 8-იდან 4 ლელოში შეიტანა დიდი წვლილი, შეასრულა მისი გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 19 ბოჭვა, შეუდარებელი იყო დერეფანში თამაშისას, პრაქტიკულად დაკარგულ ბურთებსაც იგებდა, მიწაზე კი, მეტოქეს მისი შეჩერება ტრადიციულად ძლიერ უჭირდა.
წინა ტურის სიმბოლურში ორი ქართველი ბურჯი - ლევან ჩილაჩავა და მიხეილ ნარიაშვილი იყვნენ, ამჯერად კი, მათი ადგილი “ტულუზი” მარცხენა ბურჯმა ვასილ კაკოვინმა დაიკავა. “ოიონაქსთან” 27:3 მოგებულ მატჩში ის სასტარტო შემადგენლობაში იყო, მოედანზე 55 წუთი გაატარა და პირწმინდად დაჩაგრა თავისი ვიზავი.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.07763