ამბები

14:14 | 3.11.2015 | ნანახია 5662 - ჯერ

ქართული საბავშვო რაგბის წარმატება საფრანგეთში

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ქართველი მორაგბეების ტრიუმფით დასრულდა საბავშვო საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც “ლელო-სარასენსიც” თამაშობდა.

საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდის ცნობით, 2006-07 წლიანთა შეჯიბრში ლელოელებმა ჩემპიონობა არავის დაუთმეს, 2004-05 წლიანებში კი ქართულმა კლუბმა მე-2 ადგილი დაიკავა.

პატარა ლელოელებს საფრანგეთში ქართველი ლეგიონერები, ეროვნული ნაკრების წამყვანი მოთამაშეები ლაშა ლომიძე, ლევან ჩილაჩავა, რევაზ ბელქანია და გიორგი მენაბდიშვილი დახვდნენ, მენეჯერობა კი ილო კახოიძემ გასწია.
„ვამაყობთ ჩვენი პატარებით, ყველა მადლობას გვიხდიდა ასეთი ბავშვების აღზრდისათვის. კარგი თამაშები ვაჩვენეთ. ფინალში ყველა GEORGIA-ს ყვიროდა, ფრანგებიც კი. მადლობა ყველას მხარდაჭერისა და გვერდში დგომისათვის!“ - აცხადებენ "ლელო-სარასენსის" პატარების მწვრთელები სანდრო ქოიავა, გიორგი ჭყოიძე, ზურაბ ხორბალაძე და ერეკლე კამლაძე.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.147234