ამბები

15:25 | 13.10.2015 | ნანახია 2004 - ჯერ

ორი ფრე ეროვნულში

მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩების პარალელურად, საქართველოს მორაგბეთა XXVI ეროვნული ჩემპიონატის, “დიდი 10”-ის მე-5 ტურის თამაშები გაიმართა.

მართალია “ბორჯღალოსნები” სამშობლოში დაბრუნდნენ, მაგრამ ნაკრების გადაღლილი წევრები კლუბს ამ ეტაპზე ვერ დაეხმარნენ და ისინი საქმეში მომავალი უქმეებიდან ჩაერთვებიან.

გასული ტურის პირველი მატჩი შაბათს, გონიოში გაიმართა და “ბათუმმა” მოგებათა სერია ბოლნისის “ყოჩებთან” შეწყვიტა. თვითმხილველების თქმით, სტუმრები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას და თემო სოხაძემ პირველ ტაიმში ერთი, ხოლო მეორეში კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა, რაზეც მასპინძლებმა მეორე ტაიმში ერთი ჯარიმით უპასუხეს და პრემიალური ქულა აიღეს.

ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო გორის “ჯიქმა” და რადგან მდევარს ფეხი დაუცდა, მისი უპირატესობა 5 ქულამდე გაიზარდა. გორელებმა “დიდ 10”-ში აღზევებულ “აკადემიას” 40:3 სძლიეს და პრემიალური ქულაც ჩაიწერეს. საპირისპიროდ, მეხუთე თამაში წააგო რუსთავის “ხარებმა”, რომელმაც თბილისის “ლოკომოტივს” უმასპინძლა და ორი გარდასახული ლელოს სხვაობით, 17:31 დამარცხდა.

დანარჩენი ორი შეხვედრა ფრედ დასრულდა. ქუთაისში “აია” ქვეყნის ჩემპიონ “ლელო-სარასენსს” მასპინძლობდა და გუნდები 2-2 ქულას დასჯერდნენ - 11:11. “არმაზმა” და “არმიამ” წაგებათა სერია ერთდროულად შეწყვიტეს, მაგრამ პირველი მოგების აღნიშვნა ვერცერთმა მოახერხა. გუნდებმა ერთმანეთს 24-24 ქულა გაუტანეს და მშვიდობიანად გაიყარნენ.

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი. V ტური

10 ოქტომბერი

გონიო

ბათუმი (ბათუმი) - ყოჩები (ბოლნისი) 3:9

11 ოქტომბერი

თბილისი. “ავჭალა”

ჯიქი (გორი) - აკადემია (თბილისი) 40:3

რუსთავი. ახალი

ხარები (რუსთავი) - ლოკომოტივი (თბილისი) 17:31

ქუთაისი. “აია”

აია (ქუთაისი) - ლელო-სარასენსი (თბილისი) 11:11

თბილისი. “შევარდენი”

არმაზი (თბილისი) - არმია (თბილისი) 24:24

ჯიქი გორი

22

+62

5-0

2

ბათუმი

17

+20

4-1

1

აია ქუთაისი

15

+21

3-1*1

1

ლელო სარას

14

+13

3-1*1

0

ლოკომოტივი

10

+11

2-2

2

ყოჩები ბოლნ

10

+7

2-2

2

აკადემია

10

-35

2-3

2

არმია

5

-27

0-4*1

3

არმაზი

3

-13

0-2*1

1

ხარები რუსთ

1

-59

0-5

1

მომდევნო ტური. 17-18 ოქტომბერი

აკადემია - ყოჩები; ლოკომოტივი - ბათუმი; ლელო-სარასენსი - ხარები; არმია - აია; ჯიქი - არმაზი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.092142