ირლანდიის ნაკრების მგეზავი ჯონათან სექსტონი შოტლანდიასთან მატჩში დაფიქსირებული ინციდენტის გამო ქომაგებისა და მორაგბეების კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა. მას სიმულაციაში ადანაშაულებენ. იმ მომენტში, როცა სექსტონის წინააღმდეგ წესების დარღვევით ითამაშეს, ირლანდიელმა ფეხბურთელის თვისებები გამოავლინა და ეპიზოდი თეატრალურად გააფორმა.
ინციდენტი 67-ე წუთზე მოხდა - გადაყრაზე მისულმა შოტლანდიელთა შუამარბმა ალექს დანბერმა, სექსტონი ჭიდაობის ილეთით მოიცილა, ამ უკანასკნელმა კი, მსაჯთან აპელირება დაიწყო, რამაც შედეგი გამოიღო - დანბერს ყვითელი ბარათი უჩვენეს.
სწორედ შოტლანდიელის გასინბინებამ აღაშფოთა ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი მაიკ ტინდოლი:
„ხანდახან ეს თამაში ძალიან მაღიზიანებს. შესაძლოა, იმ მომენტში ჯარიმა ნამდვილად იყო, თუმცა ყვითელი ბარათი ზედმეტად მიმაჩნია, მითუმეტეს სექსტონის ქმედების შემდეგ“ -აცხადებს ტინდოლი.
ინგილესლმა მორაგბეებმა სექსტონს სიმულაციის გამო ირონიულად ფეხბურთელიც კი უწოდეს:
„სექსტონის მხრიდან ეს არასწორი საქეციელი იყო, მან თავში ხელები წაიშინა, როგორც ფეხბურთელმა. ეს ფეხბურთი არ არის“ - წერს ენდი გუდი.
„კარგი რა ჯონი, ჩვენ ხომ ფეხბურთელები არ ვართ“ - ლევის მუდი.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ეპიზოდიდან რამდენიმე წუთში სინბინში სექსტონის ადგილიც მოიძებნა, მატჩი ირლანდიელებმა 35:25 მოიგეს.
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია