ამბები

12:23 | 1.09.2015 | ნანახია 3906 - ჯერ

ფოთში სარაგბო ბაზა გაიხსნა

რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოში კიდევ 3 სარაგბო ბაზა მოეწყო. 31 აგვისტოს ფოთში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ოფიციალურად გახსნა 8 მარტის ქუჩაზე მდებარე სარაგბო ბაზა “პარკი-არენა”.

ღონისძიებას დაესწრო მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე, ფოთის მერი ირაკლი კაკულია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და “ქართუ ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ლილუაშვილი. რაგბის ბაზა ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით მოეწყო.

ბაზაზე განთავსებულია 2 სათამაშო მოედანი. ბუნებრივსაფარიანი მოედანი 2 500 მაყურებელზეა გათვლილი, ხოლო მეორე, ხელოვნურსაფარიანი მოედანი 500 მაყურებელს იტევს.

კომპლექსი აღჭურვილია საკონფერენციო, სატრენაჟორო და მოსასვენებელი ოთახებით, VIP, PღEშშ და მატჩის კომისრის ლოჟებით, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის კაბინეტებით.

“პარკი-არენას” ტერიტორია მოიცავს 2 ჰექტარს.

ფოთის სარაგბო ბაზა “პარკი-არენა” საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” დაფინანსებით ასოციაცია “ატუმ” მოაწყო.

რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე განხორციელდა არაერთი პროექტი:

  1. თბილისში აშენდა სარაგბო ბაზა „ლელო არენა"
  2. ფოთში აშენდა სარაგბო ბაზა „პარკი-არენა"
  3. ქუთაისში აშენდა სარაგბო ბაზა „აია არენა", მიმდინარეობს სასტუმროს მშენებლობა
  4. თბილისში აშენდა „შევარდენის" სანაკრებო ბაზა
  5. მოეწყო ავჭალის რაგბის სტადიონი
  6. ვარკეთილის სარაგბო სკოლაში მოეწყო ხელოვნურსაფარიანი მოედანი
  7. აშენდა რუსთავის სარაგბო ბაზა
  8. აშენდა მარტყოფის სარაგბო ბაზა, მიმდინარეობს სასტუმროს მშენებლობა
  9. თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე დაიწყო სარაგბო ბაზის მშენებლობა
  10. დასასრულს უახლოვდება გორის სარაგბო ბაზის მშენებლობა
  11. მომავალ წელს დასრულდება ბათუმის სარაგბო ბაზა
  12. თელავში დაიწყო ორმოედნიანი კომპლექსის მშენებლობა


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.109451