ამბები

13:23 | 28.08.2015 | ნანახია 2436 - ჯერ

ბორჯღალოსნების რაზმი ფალკონზის წინააღმდეგ

დამღლელი 9 კვირიანი თბილისური და პოლონური შეკრებების შემდეგ, ბორჯღალოსნები მსოფლიო თასამდე დაგეგმილი 3 საკონტროლო მატჩიდან პირველს დღეს, 28 აგვისტოს, მარიამობას გამართავენ. მატჩი ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ შეხვედრაზე არანაირი ტელეგადაღება არ იწარმოებს და თამაშის ხილვა არც ინტერნეტ სტრიმით იქნება შესაძლებელი. მატჩის მსვლელობისას ტექსტური ლაივი საქართველოს რაგბის კავშირის სოციალური მედიის პლატფორმებზე (Facebook, Twitter) და ნიუქასლ ფალკონზის თვითერზე იწარმოებს. ვიდეო ჩანაწერი 29 აგვისტოს საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ YouTube არხზე და სხვა პლატფორმებზე განთავსდება.

ჩვენი გუნდი ინგლისში 24 აგვისტოს გაემგზავრა და გილდფორდში, სარის სპორტულ ცენტრში დაბანაკდა, სადაც მსოფლიოსთვის მზადების მესამე ფაზას 13 სექტემბრამდე გაივლის. დღევანდელი მატჩისთვის ბორჯღალოსნებმა გილდფორდი გუშინ დილით დატოვეს და 22 საათზე კაპიტნის ვარჯიში ნიუქასლ ფალკონზის კინგსთონ პარკზე გამართეს (ფოტოები).

დღეს, სამწვრთნელო შტაბმა ბორჯღალოსნების სამატჩო შემადგენლობა დაასახელა. მილტონ ჰეიგის თქმით დღევანდელ შეხვედრაში ყველას მიეცემა თამაშის შესაძლებლობა: „ეს მატჩი იმით იქნება გამორჩეული, რომ თამაშში ყველა მორაგბეს ჩავრთავთ. 80 წუთის განმავლობაში ყველას მიეცემა სათამაშო დრო და მატჩის პირველი ნახევრიდან მეორე ნახევრამდე გუნდი თითქმის მთლიანად შეიცვლება. 9-კვირიანი ვარჯიშის შემდეგ ბიჭებს თამაში მოენატრათ, ამიტომაც, მოუთმენლად ველით შეხვედრას.“ განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

ბორჯღალოსნების სამატჩო რაზმი ნიუქასლ ფალკონზის წინააღმდეგ:

15. გიორგი აფციაური, 14. სანდრო თოდუა, 13. დავით კაჭარავა, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. გიორგი ფრუიძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე

1. ზურა ჟვანია. 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. გიორგი ჩხაიძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. შალვა სუთიაშვილი, 8. მამუკა გორგოძე (კაპ)

მარქაფა: მიხეილ ნარიაშვილი, კარლენ ასიეშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, დავით ზირაქაშვილი, ლევან ჩილაჩავა, კოტე მიქაუტაძე, გიორგი ნემსაძე, ვიტო კოლელიშვილი, ლაშა ლომიძე, გიორგი ბეგაძე, ვაჟა ხუციშვილი, მერაბ კვირიკაშვილი, მერაბ შარიქაძე, გიორგი ტალახაძე, ბექა წიკლაური

შენიშვნა: ნომრები მოცემულია პოზიციების მიხედვით. მოთამაშეებმა შესაძლოა სხვა ნომრის კვართებით ითამაშონ

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076447