25-26 ივლისს ბათუმის ქვიშის მოედანი ქვიშის რაგბის ორდღიან ტრადიციულ ფესტივალს უმასპინძლებს, სადაც მონაწილეობას 10 სამოყვარულო გუნდი მიიღებს. მათ შორის იქნება ბრიტანელ მორაგბეთა გუნდი – “ბრიტანელი ბულდოგები”.
ფესტივალის ორგანიზატორები არიან რაგბის კავშირი, ქვიშის რაგბის კავშირი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. ფესტივალთან დაკავშირებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მედიის კითხვებს ქვიშის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა – ზურაბ დუგლაძემ, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე – შალვა გოგოლაძემ, ასევე კლუბ “ბრიტანელი ბულდოგების” წარმომადგენლებმა - ენტონი ლინმა და სტუარდ გრინმა უპასუხეს.
ქვიშის რაგბის ფესტივალი 25 ივნისს 15:00 საათზე დაიწყება, 16:00 საათზე დაგეგმილია ტურნირის გახსნის ცერემონიალი, 26 ივლისს კი ფინალური ეტაპის შეხვედრები ჩატარდება.
ქვიშის რაგბის ფესტივალი 2015-ის მონაწილე გუნდები
1) ბრიტანელი ბულდოგები
2) ქართველი ბულდოგები
3) მეკობრეები
4) პროკრედიტბანკი
5) ბანკი რესპუბლიკა
6) სპორტის სამინისტრო
7) ვითიბი
8) ლოკომოტივი
9) დევები 1
10) დევები 2
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია