ამბები

14:40 | 13.07.2015 | ნანახია 3433 - ჯერ

Red Bull Lelos  გამარჯვებული „აკადემია“ გახდა

12 ივლისს ვისოლის სარაგბო სტადიონზე Red Bull Lelos - სამოყვარულო რაგბის შეჯიბრი გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა 32 გუნდმა მიიღო. გამარჯვებული გახდა გუნდი „აკადემია“, რომელმაც ფინალურ რაუნდში გუნდი „Children” ანგარიშით 22:21 დაამარცხა. გამარჯვებულ გუნდს თასი და 2000 ლარის ოდენობის ფულადი პრიზი გადაეცა. შეჯიბრს საქართველოს ნაკრების მოთამაშეებიც ესწრებოდნენ.

Red Bull Lelos საქართველოში წელს პირველად ჩატარდა; 2016 წელს ტურნირი უკვე რეგიონალურ მასშტაბს შეიძენს და საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში მოხდება საუკეთესო გუნდების შერჩევა. პროექტის მიზანია გახდეს პრესტიჟული ყოველწლიური სამოყვარულო ტურნირი რაგბში.

ფინალური თამაშების შედეგები:

მეოთხედფინალები:

აშმალახა - დევები

კანონიერი ბიჭები - აკადემია

MLF – Children

NZ Kiwis - გ.შ.ს.შ.შ.

ნახევარფინალები:

აშმალახა - აკადემია 7:26

Children - გ.შ.ს.შ.შ. 21:12

ფინალი:

აკადემია- Children 22:21


შეჯიბრი იმით გამოირჩევა, რომ მასში რაგბის სხვადასხვა სახეობებია გაერთიანებული. გუნდების რეგისტრაცია 10 ივლისამდე მიმდინარეობდა, თუმცა გუნდების რაოდენობა პირველივე დღეებში შეივსო.

თითო გუნდში 5 მოთამაშეა, მათ შორის უმაღლესი ლიგის 1 მოთამაშე. თამაშის ხანგძლივობაა 10 წუთი (5 წუთიანი 2 ტაიმი). შეჯიბრი მიმდინარეობს ოლიმპიური სისტემით.

საპრიზო ფონდი 3000 ლარს შეადგენდა, საიდანაც 2000 ლარი გამარჯვებულ გუნდს, 1000 ლარი კი მეორე ადგილზე გასულ გუნდს გადაეცა.

შეჯიბრში მონაწილეობის წესები:

  • სტადიონის ზომაა 35x35
  • თამაშის ხანგრძლივობაა 10 წუთი (5 წუთიანი 2 ტაიმი)
  • შესვენების ხანგრძლივობაა 1 წუთი ტაიმებს შორის
  • გუნდში დასაშვებია მხოლოდ ერთი უმაღლესი ლიგის მოთამაშე
  • ფრეს შემთხვევაში მოქმედებს "Golden Try"-ს პრინციპი. თამაშის დროის ამოწურვის შემდეგ ორივე გუნდს წუთში ერთხელ აკლდება თითო მოთამაშე
  • შეჯიბრი მიმდინარეობს ოლიმპიური სისტემით, წაგებული გუნდი ტოვებს შეჯიბრს
  • მოლი და რაქი არ არის დაშვებული
  • დაშვებულია 3 შეხება მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეებთან
  • ხელით შეხება დაშვებულია მხოლოდ წელს ზევით
  • შეხების შემთხვევაში დაცვა ბრუნდება 2 მეტრით უკან
  • ოფსაიდის შემთხვევაში შემტევ გუნდს ეძლევა ერთი დამატებითი შეტევის უფლება
  • ბურთის დავარდნის შემთხვევაში ბურთი გადაეცემა მოწინააღმდეგე გუნდს
  • გუნდს ეძლევა დამატებითი ქულა ლელოს ცენტრში დადების და ფეხით გადაკიდების შემთხვევაში -თუ დაიდება ლელო ისე, რომ ბურთი ძირს არ დავარდეს
  • ლელო - 5 ქულა, ბონუს ქულა -2

პროექტის პარტნიორები: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“, საქართველოს რაგბის კავშირი, Mantis.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.133208