დიდი 10

15:11 | 21.03.2016 | ნანახია 1372 - ჯერ

„ჯიქი“ შეცვლისთვის დაისაჯა
„არმაზს“ შანსი გაუჩნდა

სანაკრებო მატჩების ფონზე, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს ყურადღება მოაკლდა, არადა, ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა.

მე-15 ტურში გორის „ჯიქმა“ „არმაზი“ 15:5 დაამარცხა და ამ თამაშის შედეგის გათვალისწინებით, თავად რეგულარული გათამაშების პირველ-მეორე ადგილზე თუ არა, მესამე ადგილზე დასრულება პრაქტიკულად დაბევებული ჰქონდა, ხოლო თბილისელები პირველ ლიგაში გასავარდნან იყვნენ განწირული, მაგრამ...

აღმოჩნდა, რომ მატჩის მსვლელობისას „ჯიქმა“ შეცვლა არასწორად განახორციელა, ეს საკითხი შესაბამისმა ორგანომ განიხილა და რადგან საჩივარი რეალობას დაემთხვა, მატჩის შედეგი გაუქმდა. დებულების თანახმად „ჯიქს“, წაგება ჩაეთვალა, მოპოვებული 4 სატურნირო ქულა ჩამოერთვა, რის გამოც მისი საერთო მონაგარი 45-მდე შემცირდა და მესამე-მეოთხე ადგილებისთვის ბრძოლა გამძაფრდა.

ამ გადაწყვეტილებამ უფრო მეტი სარგებელი „არმაზს“ მოუტანა, რომელსაც მოგება ჩაეთვალა, 4 ქულა მიიღო და ჯამში 21 დაუგროვდა. მართალია ის ბოლო ადგილზე რჩება, მაგრამ ახლა წინ მყოფ რუსთავის „ხარებს“ და თბილისის „აკადემიას“ მხოლოდ 4-4 ქულით ჩამორჩება და დასკვნით ორ ტურშიც უძლიერესთა შორის დარჩენის რეალური შანსი გაუჩნდა.

ახლა სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება:

13/03

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

ლელო სარასენს თბილისი

16

12

1

3

2

1

0

297:222

+75

31/22

53

2

ლოკომოტივი თბილისი

16

11

1

4

1

4

0

289:220

+69

30/16

51

3

ჯიქი გორი ^

16

9

1

6

4

3

0

244:157

+87

25/10

45

4

ყოჩები ბოლნისი

16

10

0

6

1

4

0

279:242

+37

22/22

45

5

ბათუმი ბათუმი

16

9

1

6

1

5

0

262:233

+29

21/12

44

6

აია ქუთაისი

16

8

2

6

1

3

0

253:242

+11

21/17

40

7

არმია თბილისი

16

4

1

11

0

8

0

275:341

-66

19/37

26

8

აკადემია თბილისი ^

16

5

0

11

0

5

0

149:239

-90

09/25

25

9

ხარები რუსთავი

16

5

0

11

0

5

0

208:281

-73

17/29

25

10

არმაზი თბილისი

16

3

1

12

0

7

0

197:276

-79

19/24

21

^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო

18/03 @ 18.00

ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში
პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს [მინიმუმ] სამით მეტ ლელოს გაუტანს
ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 8 ქულაზე ნაკლებით [გარდასახული ლელოს ფარგალში] დამარცხდება
ფრეზე ბონუსი არავის ერგება. სისტემა ქართულია: განსხვავდება ფრანგული და დანარჩენი მსოფლიოს ნიხრებისგან

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078481