საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის, „დიდი 10“-ის მე-14 ტური, რომლის თამაშებიც ამ შაბათ-კვირას, 13-14 თებერვალს უნდა გამართულიყო, სრულად გადაიდო.
გუნდებმა ისარგებლეს საქართველოს ჩემპიონატის 28-ე პუნქტით, რომლის თანახმადაც მათ აქვთ უფლება თამაშის გადადება მოითხოვონ, თუ ქვეყნის ნაკრებ გუნდებში სამი და მეტი მოთამაშე ყავთ მივლენილი. საქართველოს ეროვნული ნაკრების პარალელურად, რომელიც ლისაბონშია და რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, პორტუგალიასთან სათამაშოდ ემზადება, „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეკრებაზეა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები. „უმცროსი ბორჯღალოსნები“ 16 თებერვალს სამხრეთამერიკულ ტურნეში მიემგზავრება, სადაც არგენტინელ და ურუგვაელ თანატოლებთან ორ-ორ თამაშს გამართავს.
მე-14 ტურში შემდეგი თამაშები უნდა გამართულიყო: აკადემია - ჯიქი, ყოჩები - ბათუმი, არმია - არმაზი, ლოკომოტივი - ხარები, ლელო-სარასენსი - აია.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია