ამბები

0:11 | 6.05.2015 | ნანახია 2113 - ჯერ

დიდი ფინალი ვაკეში

ოთხ დღეში დიდი ფინალია. შაბათს, 9 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რაგბში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი “ლელო სარასენსი” ტიტულის დასაცავად საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდს “ლოკომოტივს” ერკინება.

შეხვედრა საქართველოს დროით 16 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია, მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი საკაბელო სპორტული არხი “ტე ვე ესი” (TVS) შემოგთავაზებთ.

“ლელო სარასენსის”, “ლოკომოტივისა” და ქართული რაგბის ყველა გულშემატკივრებს მოგიწოდებთ მობრძანდეთ მესხის სტადიონზე და ერთად ვუქომაგოთ გუნდებს წლის უმნიშვნელოვანეს მატჩში.

რაგბი ჩვენი თამაშია!

www.rugby.ge


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
09:23 | 28.09.2019
ogafa (407)

ტვ არ აჩვენებენ

0.102205