ქართული სპორტი ჯერჯერობით ხელმძღვანელის გარეშეა და რამდენიმე დღე ასე იქნება. ლევან ყიფიანის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, სპორტის მინისტრად ტარიელ ხეჩიკაშვლის კანდიდატურაა წარდგენილი, მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტმა მინისტრთა სიის პარლამენტში გადაგზავნისგან ჯერჯერობით თავი შეიკავა.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე მიიჩნევს, რომ ხეჩიკაშვილის პოსტზე დამტკიცების შემთხვევაში, ქართული სპორტი მხოლოდ მოგებული დარჩება.
“თუ პარლამენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილს ნდობა გამოუხადა, მას სულით და გულით ვუსურვებ წარმატებას. ვთვლი, რომ მას აქვს ის მენეჯერული თვისებები, რაც სპორტს აუცილებლად წაადგება” - განაცხადა ნიჟარაძემ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია