საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში მიმდინარე ასაკობრივი ევროპის ჩემპიონატის ფინალში, მასპინძლებთან პირველი ტაიმის შემდეგ 0:12 მარცხდება.
“უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” ჯარიმიდან ანგარიშის გახსნის შანსი ორჯერ გაუშვეს ხელიდან. ფრანგებმა პირველი ლელო სწრაფი შეტევის, ხოლო მეორე კონტრშეტევის შედეგად გაიტანეს და ერთი გარდასახვა გამოიყენეს. რეფერიმ პირველ 35 წუთში სინბინით ორი ქართველი მორაგბე დასაჯა და მეორე ტაიმის საწყისი რამდენიმე წუთი ქართველები მოედანზე კვლავ კაცნაკლულები იქნებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია