უმცროსი “ბორჯღალოსნები” ორშაბათს საფრანგეთში გაემგზავრნენ, სადაც ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში ტოპ 14-ის კლუბ “კლერმონის” აკადემიის 18 წლამდელთა და ესპუართა გუნდებთან ორ-მატჩიან სპარინგ-სერიას გამართავენ.
დღეს, სერიის პირველ მატჩი გაიმართება, რომელშიც ჩვენი გუნდი “კლერმონის” აკადემიელებს ეთამაშება. შეხვედრა თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება. მატჩამდე 18-წლამდე “ბორჯღალოსნებმა” რამდენჯერმე ივარჯიშეს. სამწვრთნელო შტაბის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრის მიზანს ნაკრების დაცვის გამოცდა და შესაძლო სუსტი წერტილების გამოვლენა წარმოადგენს.
“ვეთამაშებით საკმაოდ ძლიერ გუნდს, “კლერმონის” აკადემიის 18-წლამდელებს. ამ თამაშში მწვრთნელებს გვინდა მაქსიმალური ყურადღება დაცვაზე გავამახვილოთ, ვინაიდან თბილისური შეკრების ორივე სპარინგში ბურთით ყოფნა გვიწევდა და დაცვაზე მუშაობა თითქმის არ მოგვიწია. დავაკვირდებით ბოჭვებს, გუნდის გადაწყობას და რაქში მუშაობას“, - განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა დავით ჩავლეიშვილმა.
სერიის მეორე სპარინგს გუნდი 21 მარტს, “კლერმონის” ესპუართა გუნდთან გამართავს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები 26 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით, ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის ელიტ-დივიზიონის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელშიც ინგლისის, უელსის, ირლანდიის, საფრანგეთის, იტალიისა და პორტუგალიის 18-წლამდე ნაკრებებიც ითამაშებენ. 27 მარტს, ტურნირის პირველ შეხვედრაში ჩვენი გუნდი ირლანდიის თანატოლთა ნაკრებს დაუპირისპირდება.
18-წლამდე ბორჯღალოსნების შემადგენლობა “კლერმონის” აკადემიის წინააღმდეგ. 18/03/15, 20:00 სთ.
ხაზი
- მირიან მოდებაძე (აია), 14. დავით მესხი (არმია), 13. გიორგი გოგოლაძე (არმია), 12. გიორგი კვესელაძე (იუნკერები), 11. ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), 10. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), 9. გელა აფრასიძე (იუნკერები)
შერკინება
- უშანგი ჭეიშვილი (აია), 2. ზაალ ცქიფურიშვილი (აია), 3. ლაშა ტაბიძე (არმაზი კაპ.), 4. ბექა საღინაძე (ლელო სარასენს), 5. გიორგი ფრიდონიშვილი (არმაზი), 6. ერეკლე მაჭარაშვილი (ხარები), 7. თორნიკე აქუბარდია (ხარები), 8. შოთა არეშიძე (აია)
მარქაფა
- გურამ პაპიძე (ყოჩები), 17. ლევან ჭავჭავაძე (არმია), 18. გიორგი ელისაშვილი (იუნკერები), 19. ჯემალ შათირიშვილი (ლოკომოტივი), 20. ილია სპანდერაშვილი (არმია), 21. სანდრო მამამთავრიშვილი (იუნკერები), 22. ელგუჯა კიკვაძე (აია), 23. გელა ელოშვილი (ლოკომოტივი), 24. სანდრო სვანიძე (არმაზი), 25. საბა სვიმონიშვილი (ბოლნისის ყოჩები), 26. ბექა მამუკაშვილი (ლელო სარასენს).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია