ტოპ 14

13:15 | 17.03.2016 | ნანახია 1313 - ჯერ

ვაკატავასთვის დიდი ბრძოლა გაიმართება

საფრანგეთის 7-კაცა ნაკრების მოთამაშე ვირიმი ვაკატავა რთული არჩევანის წინაშე დგას. ბოლო დროს მის მიმართ დაინტერესება 15-კაცა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გი ნოვესმა გამოიჩინა და ფიჯელი წარმოშობის მორაგბე ექვს ერის შეხვედრებში ჩართო.

23 წლის ვირიმიმ თავი არ შეირცხვა და განვლილ ოთხ მატჩში ერთი ლელოც გაიტანა. შედეგად, ის ტოპ 14-ის ორი გრანდის - „რასინგ 92“-ისა და „ტულონის“ ინტერესთა სფეროში მოხვდა. ვარიანტები მადის აღმძვრელად გამოიყურება, თუმცა ვაკატავას ჯერაც ვერ გადაუწყვეტა სად გააგრძელებს კარიერას და ამ ეტაპზე მხოლოდ 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე ფიქრობს.

გარკვეული უპირატესობა პარიზელების მხარესაა, რომელთა შემადგენლობაშიც გარემარბი 2011-2013 წლებში თამაშობდა, 44 მატჩში 9 ლელო გაიტანა და სწორედ იქიდან მოხვდა 7-კაცა ნაკრებში. შედეგად, „რასინგი“ მის დაბრუნებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კომპენსაციის სახით 200 ათასი ევროს მიღებას მოითხოვს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.129038