ამბები

15:12 | 3.02.2015 | ნანახია 2615 - ჯერ

ორი კვირა წინსვლის გარეშე

კვირის ბოლოს ევროპაში 2015 წლის სანაკრებო სეზონი გაიხსნება. დაიწყება ექვსი ერი და 2015 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებიც ჩაერთვება.

ტრადიციულად, შეხვედრების შედეგები მსოფლიო რეიტინგში გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს, მაგრამ უახლოეს ორ კვირაში “ბორჯღალოსნებს” წინსვლა ვერ ექნება. პირველ ტურში საქართველოს ნაკრები, რომელიც 70,76 ქულით მე-15 ადგილზეა, 7 თებერვალს, თბილისის დროით 17 საათზე ქალაქ ჰოიზენშტამში მასპინძელ გერმანიის ნაკრებს ეთამაშება. მოცემული მომენტისთვის გერმანია 56,32 ქულით 25-ე ადგილზეა და დაშორება იმდენად დიდია, რომ მათთან 100-ქულიანი სხვაობით მოგებაც კი, რეიტინგის კუთხით არაფრის მომცემია.

14 თებერვალს თბილისს პორტუგალია ეწვევა, რომელიც ამჟამად 58,56 ქულით 22-ეა. პორტუგალიელები პირველ ტურში რუმინეთს მასპინძლობენ და ეს თამაში რომც მოიგონ, იმდენ სარეიტინგო ქულას ვერ აგროვებენ, რომ მერე ჩვენ მათი ძლევით რამე მოგვემატოს.

რადგან საქართველოს ნაკრები ამ ორი თამაშით რეიტინგს ვერაფერს შემატებს, წინსვლის მეორე გზა არსებობდა, მე-14 საფეხურზე მყოფ იტალიას დაეკარგა სარეიტინგო ქულები, მაგრამ არც აქ გაგვიმართლა. ექვსი ერის პირველ ტურში 71,19 ქულის მქონე იტალიელები ირლანდიას მასპინძლობენ, რომელიც 85,48 ქულით მესამე ადგილზეა და მარცხით არაფერს კარგავენ. ერთ კვირაში იტალიელები ინგლისს ეწვევიან, რომელსაც 84,85 ქულით მე-4 ადგილი უკავია და მარცხი მათ რეიტინგს ვერც ამჯერად დააკლებს რამეს.

მსოფლიო რაგბის რეიტინგი 2 თებერვლისთვის

  • (1). ახალი ზელანდია 93,70
  • (2). სამხრეთ აფრიკა 88,23
  • (3). ირლანდია 85,48
  • (4). ინგლისი 84,85
  • (5). ავსტრალია 82,95
  • (6). უელსი 81,64
  • (7). საფრანგეთი 79,66
  • (8). შოტლანდია 78,78
  • (9). არგენტინა 78,23
  • (10). სამოა 75,39
  • (11). იაპონია 74,70
  • (12). ფიჯი 74,57
  • (13). ტონგა 74,12
  • (14). იტალია 71,19
  • (15). საქართველო 70,76
  • (16). აშშ 67,61
  • (17). რუმინეთი 67,38
  • (18). კანადა 66,83
  • (19). რუსეთი 64,12
  • (20). ურუგვაი 63,58
  • (21). ესპანეთი 60,65
  • (22). პორტუგალია 58,56
  • (23). ნამიბია 58,27
  • (24). კორეა 57,22
  • (25). გერმანია 56,32
  • (26). ზიმბაბვე 55,83
  • (27). ჰონკონგი 55,79
  • (28). მოლდოვა 55,38
  • (29). ჩილე 54,54
  • (30). ბელგია 54,50
  • (31). კენია 53,25
  • (32). უკრაინა 52,33
  • (33). ჰოლანდია 52,25
  • ...


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081037