შიდა რაგბი

19:04 | 15.03.2016 | ნანახია 1692 - ჯერ

დაგვიანებული დაჯილდოება

ხვალ, 16 მარტს, 17:00 სთ-ზე ‘ექსპო ჯორჯიას’ (დიდუბის საგამოფენო ცენტრი) მე-3 პავილიონში საქართველოს რაგბის კავშირის ორგანიზებით გაიმართება ქართული რაგბის 2015 წლის საუკეთესოთა დაჯილდოვების ცერემონია.

წარმოგიდგენთ 2015 წლის საუკეთესოებს:

2015 წლის საუკეთესო ქართველი მორაგბე - მამუკა გორგოძე

საქართველოს ჩემპიონატის 2014-15 წლის საუკეთესო მორაგბე - ლაშა ხმალაძე

საქართველოს ჩემპიონატის 2014-15 წლის საუკეთესო მელელოვე - ირაკლი გეგენავა

საქართველოს ჩემპიონატის 2014-15 წლის საუკეთესო მექულე - თემურ სოხაძე

2014-15 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი - ლევან მაისაშვილი

2015 წლის საუკეთესო ქალი მორაგბე - ანა პოღოსიანი

სპეციალური ნომინაცია - საქართველოში რაგბის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის ლევან ჯობავა (პროექტი - რაგბი აქაურობას)

ცერემონიაზე გამოვლინდება დიდი 10-ის წინა სეზონის სიმბოლური თხუთმეტეული.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლები, ბორჯღალოსნები, ვეტერანი მორაგბეები და სპონსორები.

ტრადიციულად, დაჯილდოვების ცერემონიალი წლის მიწურულს, ან ახლის დასაწყისში იმართებოდა, მაგრამ წელს მიზეზთა გამო მარტამდე გადაიდო.

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082338