ამბები

15:03 | 4.12.2009 | ნანახია 2947 - ჯერ

დუბაიში შერცხვენილი 7-ქალა

საქართველოს მორაგბეთა 7-ქალა ნაკრებმა, დუბაიში მიმდინარე “ემირატების ავიახაზების ტურნირის” ჯგუფური ეტაპის პირველი ნაწილი კატასტროფული შედეგით დაასრულა - ორი შეხვედრის ჯამში 0:101 დამარცხდა.
მართალია, ქართველ ქალებს ასეთი დონის გუნდებთან აქამდე არ უთამაშიათ, მაგრამ ასეთი შედეგი მაინც მეტისმეტია. შოტლანდიასთან ზურაბ დუგლაძის შეგირდები 0:60 განადგურდნენ, კენიელ (ძუ) ლომებს კი მეტი წინააღმდეგობა გაუწიეს და “მხოლოდ” 0:41 წააგეს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ საღამოს ეტაპის მეტოქეთაგან ერთ-ერთმა კენიას სძლია, ხოლო მეორე შოტლანდიასთან მძიმე ბრძოლაში დამარცხდა, ქართველ ქალბატონებს უკეთესი დღე არც ამ თამაშებში უნდა ელოდეთ და ალბათ, ოთხეულს მიღმაც დარჩებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალინდელ ფლეი ოფში ვერ გააღწევენ.
სამწუხაროა, მაგრამ შედეგებიდან ნათლად ჩანს, რომ საქართველოს მართლაც უსუსტესი ნაკრები ჰყავს და შესაბამისად, ქართული 7-ქალას განვითარების პერსპექტივაც მეტად ბუნდოვანია.

A ჯგუფი
საფრანგეთი
აშშ
მოსკოვის რეგიონალური ნაკრები
ბანგკოკის “ანგელოზები”
Tuks Ladies

საფრანგეთი - აშშ 21:12
მოსკოვის რეგიონი - ბანგკოკის “ანგელოზები” 10:7
საფრანგეთი - Tuks Ladies 17:12
აშშ - მოსკოვის რეგიონი 12:7
საფრანგეთი - მოსკოვის რეგიონი (15:52)
ბანგკოკის “ანგელოზები” - Tuks Ladies (16:12)
საფრანგეთი – ბანგკოკის “ანგელოზები” (18:00)
აშშ - Tuks Ladies (18:20)
აშშ - ბანგკოკის “ანგელოზები” (19:58)
მოსკოვის რეგიონი - Tuks Ladies (20:18)


B ჯგუფი
შოტლანდია
საქართველო
კენიელი ლომები
არაბეთის სრუტის ნაკრები
Wooden Spoon Rugby

შოტლანდია - საქართველო 60:0
კენია - არაბეთის სრუტე 17:21
შოტლანდია - Wooden Spoon Rugby 19:10
საქართველო - კენია 0:41
შოტლანდია - კენია (16:00)
არაბეთის სრუტე - Wooden Spoon Rugby (16:20)
შოტლანდია - არაბეთის სრუტე (18:40)
საქართველო - Wooden Spoon Rugby (19:20)
საქართველო - არაბეთის სრუტე (20:38)
კენია - Wooden Spoon Rugby (20:58)


 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081213