ამბები

20:40 | 22.03.2010 | ნანახია 1822 - ჯერ

სამოამ 7-კაცას ეტაპი პირველად მოიგო

სამოას მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, ავსტრალიის ქალაქ ადელაიდას 7-კაცა მსოფლიო სერიის ეტაპის ფინალში დიდებულად იბურთავა, აშშ-ს გუნდი 38:10 დაამარცხა და შვიდკაცა რაგბის მსოფლიო სერიების ისტორიაში, მისთვის პირველი გათამაშება მოიგო. ამასთან, სამოელებმა მიმდინარე სერიის ლიდერ ახალ ზელანდიასთან, საერთო ჩათვლაში ჩამორჩენა ორ ქულამდე შეამცირეს და ჰონკონგის ეტაპის წინ, რომელიც კვირის თავზე გაიმართება, მეორე ადგილამდე აღზევდნენ.
ბარემ ვთქვათ, რომ საერთო ჩათვლას ახალი ზელანდია 96 ქულით ლიდერობს, სამოას 94 მოუგროვდა, მესამე საფეხურზე დაქვეითებულ ფიჯის 74 ქულა აქვს, მეოთხე პოზიციაზე კი 62 ქულით ავსტრალიის ნაკრებია.
უნდა ითქვას, რომ აშშ-ის 7-კაცა ნაკრებმა უდიდესი პროგრესი განიცადა და თავისი არსებობის ისტორიაში სერიის ფინალს პირველად უწია, მაგრამ ობიქტურად ბევრად ძლიერ გუნდთან გადამწყვეტ მატჩში ვეღარაფერს გახდა. სამოელთა ლიდერმა მიქაელ პესამინომ ფინალში ერთი, სულ კი ადელაიდის ეტაპზე 11 ლელო გაიტანა, თავისი წლევანდელი მონაგარი 39-მდე გაზარდა და საუკეთესო მელელოვეთა სიას დიდი უპირატესობით ლიდერობს - მეორეზე მყოფ კენიელ კოლინს ინჯერას სულ ანგარიშზე 25 ლელო აქვს. აქვე ვთქვათ, რომ მექულეებში ჯამში ინგლისელი ბენ კოლინზი პირველობს (247 ქულა), მეორეზე კი სამოელი მიქაელ პესამინოა (197 ქულით).
7-კაცა რაგბის მსოფლიო სერია რვა ეტაპად იმართება. თითოეულ ეტაპზე, დაკავებული ადგილის მიხედვით, გუნდებს ქულები ერიცხებათ და ჯამში ვინც ბევრ ქულას მოუყრის თავს, წლის გამარჯვებულიც სწორედ ისაა. გასული მსოფლიო სერია სამხრეთ აფრიკამ მოიგო, წლევანდელი გათამაშების დასრულებამდე კი სამი ეტაპი დარჩა და ის სრულად მაისში დასრულდება.

A ჯგუფი
ახალი ზელანდია - შოტლანდია 31:0
არგენტინა - ტონგა 19:17
ახალი ზელანდია - ტონგა 26:0
არგენტინა - შოტლანდია 14:7
შოტლანდია - ტონგა 7:22
ახალი ზელანდია - არგენტინა 47:7

1. ახალი ზელანდია 3    3    0    0   97    9
2. არგენტინა 3 2 0 1 -31 7
3. ტონგა 3 1 0 2 -13 5
4. შოტლანდია 3 0 0 3 -53 3

B ჯგუფი
სამოა - საფრანგეთი 33:12
სამხრეთ აფრიკა - იაპონია 40:0
სამოა - იაპონია 54:5
სამხრეთ აფრიკა - საფრანგეთი 38:0
საფრანგეთი - იაპონია 15:21
სამოა - სამხრეთ აფრიკა 12:12

1. სამხრეთ აფრიკა 3    2    1   0    78    8  
2. სამოა 3 2 1 0 70 8
3. იაპონია 3 1 0 2 -83 5
4. საფრანგეთი 3 0 0 3 -65 3

C ჯგუფი
ფიჯი - უელსი 12:17
კენია - პაპუა ახალი გვინეა 27:7
ფიჯი - პაპუა ახალი გვინეა 41:0
კენია - უელსი 19:5
უელსი - პაპუა ახალი გვინეა 64:5
ფიჯი - კენია 21:7

1. უელსი 3   2    0    1 50   7  
2. ფიჯი 3 2 0 1 50 7
3. კენია 3 2 0 1 20 7
4. პაპუა ახალი გვინეა 3 0 0 3 -120 3

D ჯგუფი
ინგლისი - აშშ 21:24
ავსტრალია - ნიუე 40:5
ინგლისი - ნიუე 38:0
ავსტრალია - აშშ 36:0
აშშ - ნიუე 29:7
ინგლისი - ავსტრალია 12:17

1. ავსტრალია 3    3    0    0   76  
2. აშშ  3 2 0 1 -11 7
3. ინგლისი 3 1 0 2 30 5
4. ნიუე 3 0 0 3 -95 3

1/4-ფინალი IX-XVI ადგილებისათვის
ტონგა - საფრანგეთი 0:38
ინგლისი - პაპუა ახალი გვინეა 47:0
კენია - ნიუე 25:7
იაპონია - შოტლანდია 15:21
თასის 1/4-ფინალი
ახალი ზელანდია - სამოა 19:24
ავსტრალია - ფიჯი 26:22
უელსი - აშშ 10:12
სამრეთ აფრიკა - არგენტინა 14:17
ნახევარფინალები XIII-XVI ადგილებისათვის
ტონგა - პაპუა ახალი გვინეა 45:0
ნიუე - იაპონია 5:22
ნახევარფინალები IX-XII ადგილებისათვის
საფრანგეთი - ინგლისი 0:19
კენია - შოტლანდია 36:12
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის
ახალი ზელანდია - ფიჯი 24:21
უელსი - სამხრეთ აფრიკა 0:29
თასის ნახევარფინალები
სამოა - ავსტრალია 26:12
აშშ - არგენტინა 28:12
XIII ადგილისთვის
ტონგა - იაპონია 19:22
IX ადგილისთვის
ინგლისი - კენია 33:12
V ადგილისთვის
ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა 21:14
ფინალი
სამოა - აშშ 38:10

2009-2010 წლების 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერიის საერთო ცხრილი
1. ახალი ზელანდია 96
2. სამოა 94
3. ფიჯი 74
4. ავსტრალია 62
5. ინგლისი 54
6. კენია 44
7. სამხრეთ აფრიკა 44
8. არგენტინა 38
9. აშშ 24
10. უელსი 24
11. კანადა 6
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.104398