დიდი 10

19:57 | 13.03.2016 | ნანახია 1157 - ჯერ

ექვსეული შუაზე გაიყო

„დიდი 10“-ის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე, გამოიკვეთა ის სამეული, რომელთაგან ორი სატურნირო ცხრილს მოწინავე პოზიციებზე დაასრულებს და შესაბამისად, პლეი ოფში უკეთესი კალენდრით გავა.

მსგავსი რამ მოსალოდნელი იყო, რადგან ტურში მოწინავე ექვსეულის გუნდები სწორედ ერთმანეთში არკვევდნენ ურთიერთობას. საბოლოოდ, წინმყოფებმა უკანმყოფებს აჯობეს და სხვაობაც ამის ხარჯზე გაიზარდა, თუმცა, ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არაფერია. შეგახსენებთ, რომ გუშინ „ჯიქმა“ „შევარდენზე“ „აიას“ მოუგო, დღეს კი, ამავე სტადიონზე პირველი ცენტრალური მატჩი გამართა.

თბილისის „ლოკომოტივისა“ და ბოლნისის „ყოჩების“ შეხვედრა დაძაბული და კარგი საყურებელი გამოდგა, მატჩის ბედი კი, ბექა წიკლაურის დასკვნით წუთებში გატანილმა ჯარიმამ გადაწყვიტა. თამაში თანაბარი იყო, თბილისელთა ოდნავი უპირატესობით, რომელიც სწრაფი უკანახაზელების ხარჯზე ცდილობდა უპირატესობის მოპოვებას და მორკინალებიც კარგად მუშაობდნენ. შერკინება თანაბარი იყო, „ყოჩებმა“ რამდენჯერმე წააგო საკუთარი დერეფანი, მაგრამ ისინი მედგრად იცავდნენ თავს და კარგად თამაშობდნენ როგორც შეტევით მოლში, ასევე რაქებში.

საწყისი 10-წუთიანი მონაკვეთი „ლოკომოტივის“ იყო, თუმცა ამ პერიოდში ქულები „ყოჩებმა“ აიღო, როდესაც თემურ სოხაძე დაახლოებით 35 მეტრიდან, კარიდან მარცხნივ ჯარიმა გაიტანა. დიმიტრი კალანდაძემ ჯარიმითვე 10 წუთში უპასუხა, მერე კი, სოხაძეს 45 მეტრიდან დარტყმულს ძალა დააკლდა. ტაიმის შუაში პირველი ლელო გავიდა და ის ბოლნისელთა შეცდომას მოყვა, რომლებიც შეტევაში ბურთს არ გაუფრთხილდნენ, მოედნის ცენტრთან დაკარგეს, ზურაბ ძნელაძემ ფეხი წაკრა მიყვა. ყველას გიორგი ხარშირაძემ დაასწრო, მაგრამ მიყოლამ დააგვიანა, „ლოკომოტივმა“ იერიში მარცხნივ გაშალა, სადაც მეტობა ჰქონდა და მძლავრი გიორგი გეგია ლევან გოგოლაშვილმა ვეღარ შეაჩერა.

გარდასახვა არაზუსტი იყო და ახლა „ყოჩები“ გადავიდა შეტევაზე. 30-ე წუთზე დავით გრძელიშვილმა დერეფანში მოიგო ბურთი და კარგი მოლი დააყენა, რომელიც თბილისელებმა განზრახ ჩააქციეს, უპირატესობაზე ირაკლი გეგენავამ შეტევა საპირისპირო ფლანგზე გაშალა და გოგოლაშვილს უფრო მარცხნივ ალექსი ხუციშვილზე პასი რომ გაეკეთებინა, ლელო გარდაუვალი იქნებოდა. ოთხ წუთში თითქმის იმავე ადგილზე დერეფანში ბურთი კვლავ გრძელიშვილმა მოიგო, ამჯერად „ლოკომოტივი“ მის ჩაქცევას მოერიდა და ჯაბა კიკვიძემ საპასუხო ლელო დადო. სოხაძეს გარდასახვა გაუცუდდა. ტაიმის ბოლოს ხუციშვილი მაღალი ბოჭვისთვის სინბინით დაისაჯა, თბილისელებმა კაცნაკლული მეტოქისთვის ლელოს გატანა განიზრახეს და ეს ვერ შეძლეს, მერე კი, კალანდაძე 55 მეტრიდან გატანას ამაოდ ეცადა და ტაიმი 8:8 დასრულდა.

მეორე ტაიმი კაცნაკლულმა ბოლნისელებმა უკეთ დაიწყეს, ნიკა ჩხიკვაძემ ხაზი გაჭრა და შეტევას 22-ის ხაზთან, გასატან პოზიციაზე ჯარიმა მოყვა, მაგრამ სოხაძის დარტყმული ძელმა აისხლიტა. მერე კონტრშეტევა გოგოლაშვილმა და ხუციშვილმა წამოიღეს და სოხაძეს არეკნი გაუცუდდა. სწრაფ თამაშში მეტოქეს „ლოკომოტივიც“ აყვა და ჯარიმის უფლება მოიპოვა, თუმცა კალანდაძემ ვალი დააბრუნა და 30 მეტრიდან ვერ გაიტანა.

დასკვნითმა წუთებმა უკვე თბილისელების იერიშებში ჩაიარა. ბურთი „ყოჩების“ 22-ში დაახლოებით 10 წუთი შეყოვნდა, ძალისმიერმა მიძალებებმა შედეგი რომ ვერ მოიტანა, „ლოკომოტვმა“ ბურთი ხაზზე გაიტანა და საბა ნიკოლავა მიზანთან ძალიას ახლოს იყო, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ოვალი გაუვარდა. რადგან არაფერი გამოდიოდა, ბექა წიკლაურმა ჯარიმის კარში დარტყმა გადაწყვიტა და 75-ე წუთზე რთული პოზიციიდან გაიტანა. რადგან სოხაძეს დარტყმები არ მისდიოდა და ფრეც „ყოჩებს“ მაინცდამაინც ხელს არ აძლევდა, 78-ე წუთზე სოხაძემ 45 მეტრიდან კარში დარტყმას ლელოზე თამაში არჩია, თუმცა დერეფანში ბურთი დაიკარგა და „ლოკომოტივმაც“ 11:8 მოგებით ბოლნისელებთან უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა.

მეორე ცენტრალური შეხვედრა დიდ დიღომშო 16 საათზე დაიწყო და საქართველოს ჩემპიონმა „ბათუმის“ ძლევით ლიდერობა შეინარჩუნა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ლიდერი აკლდათ, მასპინძლებმა თავიდანვე შეძლეს უპირატესობის მოპოვება, ოთარ ბარკალაიამ საწყის 5 წუთში ორი ჯარიმა გაიტანა, მესამე დარტყმა გაუცუდდა, მაგრამ 28-ე წუთზე კვლავ ზუსტი იყო „ლელო-სარასენსი“ 9:0 დაწინაურდა. მანამდე, ტაიმის შუაში, რამდენიმე წუთით, ზღვისპირელებმა შეძლეს მეტოქის ნახევარზე გადასვლა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ბახვა კობახიძეს ჯარიმა გაუცუდდა და ჩამორჩენის 3 ქულამდე დაყვანის შანსი ხელიდან გაუშვა. ზედ შესვენების წინ „ლელო-სარასენსმა“ სალელოვედ შეუტია, დაჩი კოპაძემ, ზვიად მაისურაძემ და სანდრო ქოიავამ მნიშვნელოვანი მანძილი მოიგეს და უპირატესობა შექმნეს, რითაც გიორგი ლომინაძე ისარგებლა და ლელოში შევიდა, მაგრამ კონტაქტში ბურთი დამიწებამდე დაუვარდა.

თამაში რომ განახლდა ბარკალაიას ორი ჯარიმა გაუცუდდა, 50-ე წუთზე ზღვისპირელებმა კარგი შეტევა განახორციელეს, ნიკა ნინიძემ ხაზი გაჭრა, გოდერძი ჭინჭარაულმა ალექსი ტუჩაშვილს უპასა და ისიც მაღალ სიჩქარეზე ლელოში შეიჭრა. კობახიძემ რთული პოზიციიდან გარდასახვა ვერ გაიტანა - 9:5. 7 წუთში მას ჯარიმიდან შეეძლო ჩამორჩენის მინიმუმამდე დაყვანა,მაგრამ მიზანმა კვლავ უმტყუნა და „ბათუმი“ გატყდა.მერე „ლელო-სარასენსმა“ მოლი ააგორა, ბათუმელთა წინააღმდეგობის მიუხედავად ჩათვლის მოედნის ხაზი გადაკვეთა და ბურთი სანდრო ქოიავამ დაამიწა, ხოლო ბარკალაიამ გარდასახა -16:5. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და ლიდერმაც ლიდერობა შეინარჩუნა.

დიდი 10. XVI ტური

13 მარტი

თბილისი. „შევარდენი“.

ლოკომოტივი [თბილისი] - ყოჩები [ბოლნისი] 11:8

თბილისი. „ავჭალა“.

არმია [თბილისი] - ხარები [რუსთავი] 33:22

თბილისი. „ლელო“.

ლელო-სარასენსი [თბილისი] - ბათუმი [ბათუმი] 16:5

13/03

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

ლელო სარასენს თბილისი

16

12

1

3

2

1

0

297:222

+75

31/22

53

2

ლოკომოტივი თბილისი

16

11

1

4

1

4

0

289:220

+69

30/16

51

3

ჯიქი გორი

16

10

1

5

4

3

0

259:162

+97

27/11

49

4

ყოჩები ბოლნისი

16

10

0

6

1

4

0

279:242

+37

22/22

45

5

ბათუმი ბათუმი

16

9

1

6

1

5

0

262:233

+29

21/12

44

6

აია ქუთაისი

16

8

2

6

1

3

0

253:242

+11

21/17

40

7

არმია თბილისი

16

4

1

11

0

8

0

275:341

-66

19/37

26

8

აკადემია თბილისი ^

16

5

0

11

0

5

0

149:239

-90

09/25

25

9

ხარები რუსთავი

16

5

0

11

0

5

0

208:281

-73

17/29

25

10

არმაზი თბილისი

16

2

1

13

0

7

0

202:291

-89

20/26

17

^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო

13/03 @ 18.20

ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში
პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს [მინიმუმ] სამით მეტ ლელოს გაუტანს
ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 8 ქულაზე ნაკლებით [გარდასახული ლელოს ფარგალში] დამარცხდება
ფრეზე ბონუსი არავის ერგება. სისტემა ქართულია: განსხვავდება ფრანგული და დანარჩენი მსოფლიოს ნიხრებისგან

XVII ტური. 26-27 მარტი

ლოკომოტივი - აკადემია, ყოჩები - ლელო-სარასენსი, ბათუმი - არმია, ხარები - ჯიქი, აია - არმაზი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.094711