ამბები

13:34 | 7.06.2010 | ნანახია 3064 - ჯერ

რუმინეთმა ტუნისზე ოფიციალურად გაიწია

მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შესაძლო მეტოქეთა რიცხვი ერთით შემცირდა. მას შემდეგ, რაც რუმინეთმა განმეორებით მატჩში უკრაინა 61:7 გაანადგურა (პირველი შეხვედრა  კარპატელებმა 33:3 მოიგეს), უკრაინელთა ახალ ზელანდიაში გამგზავრების შანსი ოფიციალურად განულდა.
მაშ ასე, 2011 წლის მსოფლიო თასზე, საქართველოს, არგენტინის, ინგლისისა და შოტლანდიის ნაკრებებთან მოხვედრის შანსი, მხოლოდ ოთხ გუნდს შერჩა -  რუმინელები ახლა აფრიკის მეორე გუნდს, ტუნისს გაეჯიბრებიან, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან დამარცხებული ურუგვაი, ურთიერთობას ყაზახეთის გუნდთან გაარკვეს. ზემოთნახსენები ორ წყვილს შორის საუკეთესო, ერთურთს ორმატჩიან დუელში გაეჯიბრება და გამარჯვებული რეპეშაჟის წესით უდიდესი სარაგბო ფორუმის მეოცე მონაწილე გახდება.


 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08838