ამბები

16:09 | 14.07.2010 | ნანახია 4709 - ჯერ

ლეინს დიქსონი ჩაანაცვლებს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ამიერიდან, შოტლანდიელი რიჩარდ დიქსონი იქნება.
რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ, სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა ბოლო დროს გავრცელებული ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ ავსტრალიელი სპეციალისტი ტიმ ლეინი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულია და იქვე მისი შემცვლელიც დაასახელა.
რიჩი დიქსონი 1969-1973 წლებში, შოტლანდიის ეროვნული ნაკრების უკანახაზელი იყო. კლუბებში მიღებული გარკვეული სამწვრთნელო პრაქტიკის შემდეგ, 8 წელი შოტლანდიის A ნაკრებს ავარჯიშებდა, 6 წელი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, შემდგომი 9 წელი კი, ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად იმუშავა. 1998 წლიდან, მას მწვრთნელის თანამდებობაზე არსად უმუშავია. ის რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) პროექტების მენეჯერი იყო და თითქმის ერთი წელია, საქართველოს რაგბის კავშირს სპორტის ამ სახეობის განვითარების კუთხით კონსულტაციებს უწევდა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083377