დიდი 10

0:02 | 12.03.2016 | ნანახია 1077 - ჯერ

არ დავივიწყოთ ეროვნული

რუსეთ-საქართველოს სანაკრებო მატჩის ფონზე, ქართული რაგბის გულშემატკივარს არ უნდა დაავიწყდეს, რომ შაბათ-კვირას „დიდი 10“-ის მე-16 ტურის თამაშები გაიმართება. მით უმეტეს, რომ წყვილები მადის აღმძვრელად გამოიყურება და საინტერესო ბრძოლებს გვპირდება.

ხუთივე თამაში თბილისშია - ორ-ორი „შევარდენსა“ და „ავჭალაზე“ და ერთიც დიდ დიღომში, „ლელოზე“. ტურში წყვილები ისე არიან დალაგებული, რომ ზედა ექვსეულის გუნდები პლეი ოფში უკეთესი ადგილით გასვლისათვის ერთმანეთთან არკვევენ ურთიერთობას, ხოლო ქვედა ოთხეულის გუნდები უმთავრესად ბოლოსწინა ადგილიდან დაღწევისთვის იბრძოლებენ. რაგბის კავშირმა ისიც გაითვალისწინა, რომ ქართველი ქომაგი 12 მარტს 16 საათისთვის ტელევიზორებთან უნდა მოკალათდეს და შაბათის შეხვედრები ჩვეულზე ნახევარი საათით ადრე, ანუ 13:30 საათზე დაიწყება.

„შევარდენზე“ გორის „ჯიქი“ ქუთაისის „აიას“ მასპინძლობს. გორელები მესამე ადგილზე არიან და მიზნად პირველ-მეორე ადგილზე გასვლა აქვთ დასახული, ხოლო ქუთაისელების მიზანი პლეი ოფის პირველ ეტაპზე მასპინძლობის უფლების მიღება, ანუ მესამე-მეოთხე ადგილის დაკავებაა. ამჟამად „აია“ მეექვსეა, მაგრამ მიზნამდე არც ისე შორია.

„ჯიქი“ ჩემპიონატში საუკეთესო დაცვის მქონე გუნდია და ყველაზე ცოტა ქულა [156] და ლელო [11] აქვს გაშვებული. გუნდი შეტევაშიც ყოჩაღად თამაშობს და შედეგად, გატანილ-გაშვებული ქულების ბალანსი ყველა დანარჩენზე უკეთესი აქვს [+82]. პირველ წრეში „ჯიქმა“ ქუთაისში იბრძოლა და 8:11 დამარცხდა, რისთვისაც პრემია ერგო. გასულ ტურში ეს გუნდები ქვედა ოთხეულის წარმომადგენლებს შეხვდნენ და გორელებმა „არმაზთან“ 15:5 მოუგეს, ხოლო ქუთაისელებმა „არმიას“ 18:16 დძლიეს.

პარალელურად „აკადემია“ „არმაზს“ ეთამაშება, რომლისთვისაც ეს თამაში ბოლო თეორიული შანსია უძლიერესთა შორის დასარჩენად. ვერმოგების შემთხვევაში, არმაზელებს შეუძლიათ მზადება პირველი ლიგისთვის დაიწყო, მოგება კი, გაისად „დიდ 10“-ში თამაშის გარანტიას სულაც არ იძლევა. თავის მხრივ, აკადემიელებს ამ მოგებით შეუძლიათ გადათამაშების ზონას დაშორდნენ და მის გამოყენებას ეცდებიან. პირველ წრეში „აკადემიამ“ 20:6 იმარჯვა.

კვირას 14 საათზე „შევარდენზე“ თბილისის „ლოკომოტივი“ და ბოლნისის „ყოჩები“ მეორე ადგილისთვის შეიბმებიან. გუნდები ამ ჯახს 6-6 წაუგებელი სერიით ხვდებიან, ოღონდ „ლოკომოტივმა“ ქუთაისში ფრე გამოურია. რკინიგზელები მეორე წრეში ჯერ არ დამარცხებულან და ბოლოს მოედანი 4 ქულის გარეშე 15 ნოემბერს დატოვეს. ბოლნისელები მეორე წრის სტარტზე დამარცხდნენ, მაგრამ გამოტოვებული თამაშის ხარჯზე 6-მატჩიანი მოგებათა სერია გამოაცხეს.

გასულ ტურში „ლოკომოტივმა“ კიდევ ერთ კონკურენტ „ბათუმს“ ზღვისპირეთში, ფოთში 17:15 მოუგო, ხოლო „ყოჩებმა“ „აკადემიას“ მეორე ტაიმში შემოუტრიალა თამაში და 21:10 იმარჯვა. პირველ წრეში „ყოჩებმა“ რკინიგზელებს 24:17 აჯობა.

პარალელურად „ავჭალაზე“ „არმია“ რუსთავის „ხარებს“ ეთამაშება. სტუმრები მოგების შემთხვევაში „დიდ 10“-ში დარჩენას ოფიციალურად გაიფორმებენ, „არმიას“ კი, ბოლოსწინა ადგილისთვის თავის დასაღწევად უცილობლად გამარჯვება ესაჭიროება. გასულ ტურში ორივე გუნდმა მაგრად იბრძოლა და „ხარებმა“ მოქმედ ჩემპიონს და ლიდერ „ლელო-სარასენსს“ 20:8 მოუგო. „არმიას“ ქუთაისში გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა და მხოლოდ პრემიას დასჯერდა - 16:18. პირველ წრეში „ხარებმა“ რუსთავში 15:11 იმარჯვა.

16 საათზე დიდ დიღომში იწყება „ლელო-სარასენსისა“ და „ბათუმის“ ჯახი. ლიდერმა გასულ ტურში რუსთავში დაუგეგმავი წააგო და მდევრები მიიახლოვა, ახლა კი, ფეხის დაცდენის უფლება არა აქვს. ზედიზედ ორი მარცხი განიცადა „ბათუმმა“, რის გამოც მეორე ადგილიდან ერთბაშად მეხუთემდე დაეშვა. ახლა ორივე გუნდს ჭირდება ქულები და გულშემატკივართა თვალში რეაბილიტაცია. გასათვალისწინებელია, რომ საკუთარ „ლელოზე“ ჩემპიონი ჯერ არ დამარცხებულა. მაგრამ ახლა „ლელო-სარასენსს“ ნაკრებში გამოძახებული ლიდერები დააკლდება. ტრავმის გამო „ბათუმს“ არ ეყოლება გიორგი თხილაიშვილი და ბრძოლაც თანაბარ პირობებში წარიმართება. პირველ წრეში „ბათუმმა“ მეტოქეს გონიოში 18:17 მოუგო.

დიდი 10. XVI ტური

12 მარტი

თბილისი. „შევარდენი“. 13:30 საათი

ჯიქი [გორი] - აია [ქუთაისი]

თბილისი. „ავჭალა“. 13:30 საათი

აკადემია [თბილისი] - არმაზი [თბილისი]

13 მარტი

თბილისი. „შევარდენი“. 14:00 საათი

ლოკომოტივი [თბილისი] - ყოჩები [ბოლნისი]

თბილისი. „ავჭალა“. 14:00 საათი

არმია [თბილისი] - ხარები [რუსთავი]

თბილისი. „ლელო“. 16:00 საათი

ლელო-სარასენსი [თბილისი] - ბათუმი [ბათუმი]

6/03

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

ლელო სარასენს თბილისი

15

11

1

3

2

1

0

281:217

+64

30/21

49

2

ლოკომოტივი თბილისი

15

10

1

4

1

4

0

278:212

+66

29/15

47

3

ჯიქი გორი

15

9

1

5

4

3

0

238:156

+82

27/11

45

4

ყოჩები ბოლნისი ^

15

10

0

5

1

3

0

271:231

+40

21/21

44

5

ბათუმი ბათუმი

15

9

1

5

1

5

0

257:217

+40

20/11

44

6

აია ქუთაისი

15

8

2

5

1

3

0

247:221

+26

21/17

40

7

ხარები რუსთავი

15

5

0

10

0

5

0

186:248

-62

16/27

25

8

აკადემია თბილისი

15

5

0

10

0

4

0

143:228

-85

09/24

24

9

არმია თბილისი

15

3

1

11

0

8

0

242:319

-77

17/36

22

10

არმაზი თბილისი

15

1

1

13

0

7

0

191:285

-94

19/26

13

^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო

6/03 @ 17.50

ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში
პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს [მინიმუმ] სამით მეტ ლელოს გაუტანს
ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 8 ქულაზე ნაკლებით [გარდასახული ლელოს ფარგალში] დამარცხდება
ფრეზე ბონუსი არავის ერგება. სისტემა ქართულია: განსხვავდება ფრანგული და დანარჩენი მსოფლიოს ნიხრებისგან

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:39 | 14.03.2016
ukleba (77)

გიგუშ მე ჯიქს ვგულშემატკივრობ ჩემი მეგობარი თამაშობს

01:33 | 12.03.2016
BEERTRANCE (1073)

მიდი აია

0.086613