10:59 | 11.03.2016 | ნანახია 805 - ჯერ

იტალიელთა ოთხი ცვლილება

12 მარტს დუბლინში ირლანდიასთან გასამართი მატჩისთვის, რომელიც თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება, იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟაკ ბრუნელმა წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობაში ოთხი მორაგბე შეცვალა.

ტრავმირებული მორაგბეების - ლეონარდო ჯილარდინისა და ედოარდო გორის ნაცვლად, თამაშს დავიდე ჯაზონი და გილერმო პალაცანი იწყებენ. სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა კელი ჰაიმონა. ნატურალიზირებული ზელანდიელის ნაცვლად თამაშს ედოარდო პადოვანი დაიწყებს. ჯოშუა ფურნო სულაც განაცხადში ვერ მოხვდა და მის ადგილს ჯორჯე ბიაჯი დაიკავებს.

სათადარიგოთა სკამზე რამდენიმე სიურპრიზია. უწინარესად ეს ჰუკერ ოლივიერ ფაბიანისა და 9 ნომერ ალბერტო ლუკეზეს ეხება, რომლებისთვისაც ირლანდიასთან მატჩი სადებიუტი იქნება. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თამაშს ტოვებს მარტინ კასტროჯოვანი, ვის ადგილსაც დარიო კისტოლინი დაიკავებს.

იტალია: 15. დავიდ ოდიეტე, 14. ლეონარდო სარტო, 13. მიკელე კამპანიარო, 12. გონსალო გარსია, 11. მატია ბელინი, 10. ედოარდო პადოვანი, 9. გილერმო პალაცანი; 1. ანდრეა ლოვოტი, 2. დავიდე ჯაზონი, 3. ლორენცო ჩიტადინი, 4. ჯორჯე ბიაჯი, 5. მარკო ფუსერი, 6. ფრანჩესკო მინტო, 7. ალესანდრო ძანი, 8. სერჟიო პარისე.

სათადარიგოები: 16. ოლივიერ ფაბიანი, 17. მატეო ძანუსო, 18. დარიო კისტოლინი, 19. კვენტინ გედენჰეისი, 20. აბრაჰამ სტეინი, 21. ალბერტო ლუკაზე, 22. კელი ჰაიმონა, 23. ლუკ მაკლინი.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.117309