ამბები

15:49 | 3.01.2011 | ნანახია 7679 - ჯერ

ზირაქაშვილის მორიგი აღიარება

ის, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების პირველხაზელი დავით ზირაქაშვილი თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, ამასწინათ კიდევ ერთხელ დადასტურდა.
ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მორაგბემ (55 კეპი), 2003 წლის მსოფლიო თასის გამარჯვებულმა ვილ გრენვუდმა, ლონდონის “ტელეგრაფისთვის” მსოფლიოს საუკეთესო ნაკრები ჩამოწერა. ამჟამად, კომენტატორმა გრენვუდმა, ზოგიერთ პოზიციაზე არჩევანი ერთ კონკრეტულ მორაგბეზე ვერ შეაჩერა და ძირითად კანდიდატს შემცვლელები მიაწერა. მე-3 ნომრის პოზიციაზე, ინგლისელის რჩეული ფრანგი ნიკოლას მასი გახდა, ქართველი დავით ზირაქაშვილი კი, მის უახლოეს შემცვლელად დაასახელა.
გასულ წელს, ზირაქაშვილი “კლერმონთან” ერთად საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, შემდეგ მსოფლიოს ნაკრებისგან მიიღო მიწვევა და ახალი ზელანდიის ოცნების გუნდის წინააღმდეგ ითამაშა. საკლუბო და საერთაშორისო კარიერის პარალელურად, მან საქართველოს ნაკრების წარმატება დიდწილად განაპირობა და ჯერ საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად, მერე კი საუკეთესო მორაგბედ აღიარეს.

 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.091612