ბორჯღალოსნები

11:48 | 10.03.2016 | ნანახია 1200 - ჯერ

18-წლამდელების მართვადი თამაში კლერმონის ესპუარებთან

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა კლერმონში მიმდინარე წინა სატურნირო შეკრებაზე კლუბის 20-წლამდელებთან - ესპუარებთან მართვადი, ვარჯიშთან მიახლოვებული თამაში გამართეს. გუნდებმა შეცვლების შეუზღუდავად გამოიყენეს. მწვრთნელების წინასწარი მორიგებით თითოეულ გუნდს რიგ-რიგობით 5-5 ჯერ ეძლეოდა შეტევების სხვა და სხვა მდგომარეობებიდან განვითარება ან დაცვაში თამაში. შესაბამისად მართვადი თამაშისას ანგარიში და შეცვლები არ ფიქსირდებოდა.

სამწვრთნელო შტაბი თამაშით კმაყოფილია. მათი განცხადებით ასაკით უფროს მეტოქესთან 18-წლამდელები კარგად ეთამაშნენ და განსაკუთრებით კარგად იცავდნენ თავს.

თამაშს ასევე ესწრებოდნენ კლერმონის ქართველი ესპუარები: ოთარ გიორგაძე, თორნიკე ზოიძე, ნიკა სვიმონიშვილი და ბექა კაკაბაძე.

შეგახსენებთ, რომ 18-წლამდელთა შეკრება კლერმონში 11 მარტამდე გასტანს. 12 მარტს უმცროსი ბორჯღალოსნები ლისაბონში ევროპის ჩემპიონატზე (რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი) გაემგზავრებიან. ტურნირი 17-27 მარტს გაიმართება, რომელშიც ყოფილი ელიტ დივიზიონის მსაგვსად 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და მეოთხედფინალური ეტაპით დაიწყება. შეგახსენებთ, რომ უმცროსი ბორჯღალოსნები ევროპის მოქმედი ვიცე-ჩემპიონები არიან. შარშან, მათ ფინალში დათმეს საფრანგეთთან, მანამდე კი მეოთხედიფალში და ნახევარფინალში, შესაბამისად, ირლანდიასა და იტალიას სძლიეს.

წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს ირნლანდიის, ინგლისის, უელსის, შოტლანდიისა და იტალიის ასაკობრივმა ნაკრებებმა. შესაბამისად ელიტ დივიზიონიდან მხოლოდ საფრანგეთი, საქართველო და პორტუგალია დავრჩით, ხოლო გათამაშებას რუმინეთი, რუსეთი, გერმანია, ესპანეთი და პორტუგალია დაემატნენ.

რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის გვერდი, ფეისბუქი, თვითერი

მატჩების განრიგი

ტურნირი ტრადიციულად სამ ეტაპად - მეოთხედფინალი, ნახევარფინალი, ფინალი - გაიმართება. შესაბამისად სამი სამატჩო დღე: 18, 22 და 26 მარტი. განთესვით მეოთხედფინალში 18-წლამდელები რუმინელ თანატოლებს ეთამაშებიან. გამარჯვების შემთხვევაში, ნახევარფინალში პორტუგალიისა და გერმანიის წყვილში გამარჯვებულს შეხვდებიან.

18 წლამდე საქართველო 2016 ევროპის ჩემპიონატის წინა შეკრებაზე

უკანა ხაზი [ბექები]

15

ბექა მამუკაშვილი

ლელო სარასენს

15

გიორგი ნარიმანიძე

ხარები რუსთავი

14/11

ზურაბ საბელ

ბორდო [სფრ]

14/11

გიორგი კილასონია

არმია

14/11

არდაშ დარბოევი

არმია

14/11

ივანე კალანდაძე

ლელო სარასენს

13/12

კოტე ხამაშურიძე

ლომები სართიჭალა

13/12

ლუკა მარგიანი

აკადემია

13/12

სანდრო სვანიძე

არმაზი

13/12

გიორგი წიკლაური

ჯიქი

13/12

გიორგი გობეჯიშვილი

აია ქუთაისი

10

თენგიზ პერანიძე

ლომები სართიჭალა

10

საბა ხურცილავა

ლელო სარასენს

9

იოსებ ხეტაშვილი

ლელო სარასენს

9

ელგუჯა კიკვაძე

აია ქუთაისი

შერკინება [ფორვარდები]

1/3

გურამ გოგიჩაშვილი

ლოკომოტივი

1/3

გიორგი ნუცუბიძე

ჯიქი

1/3

ჯემალ შათირიშვილი

ლოკომოტივი

1/3

ლუკა აზარიაშვილი

ლელო სარასენს

2

თენგიზ ზამთარაძე

ლელო სარასენს

2

ლევან პაპიძე

ლელო სარასენს

4/5

გიგა გრიგალაშვილი

ლელო სარასენს

4/5

ლაშა ჯაიანი

ვითგიფთ [ინგ]

4/5

არსენ მაჩალაძე

აია ქუთაისი

6-8

თენგიზ გიგოლაშვილი

თიბიეს უნი

6-8

სანდრო მამამთავრიშვილი

თიბიეს უნი

6-8

ნიკოლოზ თეზელაშვილი

ყოჩები

6-8

სანდრო კალმახელიძე

არმია

6-8

ბექა საღინაძე

ლელო სარასენს

6-8

თორნიკე ჯალაღონია

ხულიგანა

უფროსობა

დავით ჩავლეიშვილი

მთ.მწვრთნელი

ლევან შარვაშიძე

მწვრთნელი

მიხეილ სუჯაშვილი

მწვრთნელი

მამუკა ტყეშელაშვილი

მწვრთნელი

გიორგი მაისურაძე

მაწრთობი

გივი ნადარეიშვილი

მაწრთობი

სერგო ბერიაშვილი

ექიმი

გიორგი სვანიძე

ფიზიო

სანდრო ჭეიშვილი

ვიდეო

პაატა მაისურაძე

მენეჯერი

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080336