ამბები

21:13 | 21.02.2011 | ნანახია 7080 - ჯერ

პორტუგალიაც დაირაზმა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები უკვე ლისაბონში იმყოფება და 26 თებერვალს, ”ერთა თასის” ეგიდით, პორტუგალიასთან შესარკინებლად ემზადება. ის შემადგენლობა, რომელსაც ”ბორჯღალოსანთა” თავკაცმა, რიჩი დიქსონმა მომავალი შეხვედრისთვის დაასახელა, რამდენიმე დღის წინ გაგაცანით, ამჯერად კი თქვენს ყურადღებას მასპინძელთა ზელანდიელი მწვრთნელის, ეროლ ბრეინის რჩეულებზე შევაჩერებთ. 42 წლის ბრეინი 10 წლის განმავლობაში (1988-1998) ზელანდიელი მაორების კაპიტანი გახლდათ, პორტუგალიაში კი გასული წლის სექტემბერში ჩავიდა და გუნდის 2011 წლის ევროპის "ერთა თასისთვის" მომზადებას შეუდგა. უნდა ითქვას, რომ პირენეელებმა ”ერთა თასის” მიმდინარე გათამაშება ძალიან წარმატებულად დაიწყეს. მათ ჯერ რუმინეთს აჯობეს, შემდეგ კი სოჭში რუსეთსაც სძლიეს და ტურნირს საქართველოსთან ერთად ლიდერობენ.
”ბორჯღალოსნებთან” მატჩისთვის ზელანდიელმა მწვრთნელმა 30 მორაგბე შეარჩია, რომელთაგან ექვსი ლეგიონერია:
  ჟუნიორი (CDUL*), ჟორჟე სეგურადო (დირეიტო), კრისტიან სპაჩუკი (კოლომიე, საფრანგეთი), ჟუან მურე (ელ სალვადორი, ესპანეთი), ენტონი ალვეში (მონტობანი, საფრანგეთი), ჟოაო კორეია (დირეიტო), ბერნარდო დუარტე (აგრონომია), ლიონელ კამპერნე (პო, საფრანგეთი), გონსალო უვა (მონპელიე, საფრანგეთი), ჟუან სევერინი (აგრონომია), რუი დ’ორეი (დირეიტო), ფერნანდო ალმეიდა (სეტუბალი), ჟულიენ ბარდი (კლერმონი, საფრანგეთი), ვასკო უვა (დირეიტო), ტიაგო გირაო (CDUL), ჟაკ ლე რუ (აგრონომია), ლუიშ სოუზა (დირეიტო), ჟოზე პინტო (დირეიტო), ჟოაო ალმეიდა (აგრონომია), ჯო გარდენერი (ობენი, საფრანგეთი), პედრო კარბალი (CDUL), პედრო სილვა (ბელენენსეში), ფრანსისკო მირა (აგრონომია), ფრედერიკო ოლივეირა (CDUL), კარლ მარეი (CDUL), გონსალო ფორო (CDUL), ჟოზე ლიმა (აგრონომია), ადერიტო ესტევესი (დირეიტო), ბერნარდო სილვეირა (CDUL), პედრო ლეალი (დირეიტო), ანტონიო აგილარი (დირეიტო).
პორტუგალიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი მომავალ შაბათს, ლისაბონის უნივერსიტეტის სტადიონზე შედგება. თამაში თბილისის დროით 19:00 საათზეა დაგეგმილი და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი აპირებს.

 

*CDUL – ლისაბონის უნივერსიტეტის სპორტული ცენტრი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.112759