რაგბში მსოფლიოს 2011 წლის თასის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, ზელანდიურ ქრაისთჩერჩში დაგეგმილი შვიდი მატჩი სხვა ქალაქებში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ამასწინათ ქრაისთჩერჩში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რამაც ქალაქის ინფრასტრუქტურა და სტადიონი საგრძნობლად დააზიანა. სპორტული სარბიელის სრულად აღდგენა მსოფლიო თასის სტარტამდე ვერ ესწრება, რის გამოც ტურნირის მსვლელობაში ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო.
უკვე გარკვეულია, რომ ორი მეოთხედფინალური შეხვედრა ოქლენდის “იდენ პარკში” იქნება გადატანილი, ხოლო თუ სად შედგება დანარჩენი შვიდი მატჩი, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, ქრაისთჩერჩის “AMI Stadium”-ს B ჯგუფის სამი მატჩისთვის უნდა ემასპინძლა, მათ შორის კი საქართველოსა და ინგლისის შერკინებაც გახლდათ, როელიც 18 სექტემბერს გახლავთ დაგეგმილი.
ქრაისთჩერჩსვე უნდა ემასპინძლა არგენტინა-ინგლისის, ავსტრალია-იტალიის, არგენტინა-შოტლანდიისა და ავსტრალია-რუსეთის მატჩებისთვის.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია