ამბები

17:18 | 17.03.2011 | ნანახია 14577 - ჯერ

რუსეთ-საქართველოს მატჩის რადიორეპორტაჟს რადიო 2-სა და "აფხაზეთის ხმაზე" მოისმენთ

რუსეთისა და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების მატჩის რადიორეპორტაჟს, პირდაპირ ეთერში, რადიო 2 (FM 100,9) და "აფხაზეთის ხმა" (თბილისი, შიდა ქართლი, იმერეთი, გურია - FM 98.9, აფხაზეთი, სამეგრელო - FM 107.2, აჭარა - FM 105.0) გადმოსცემენ. სოჭიდან რეპორტაჟს, რადიო 2-ზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ოთო გიორგაძე გაუძღვება, ხოლო თბილისში, სტუდიაში იქნებიან ჟურნალისტი ელენე ბილიხოძე და რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე ნიაზ მამრიკიშვილი.ხოლო "აფხაზეთის ხმაზე" რეპორტაჟს რაგბის კავშირის წარმომადგენელი გიორგი მამარდაშვილი და გია ჭუმბურიძე გაუძღვებიან. მოგეხსენებათ, რუსული მხარის გადაწყვეტილებით, აღნიშნული შეხვედრის ტელერეპორტაჟი არ გადაიცემა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.092065