მსოფლიო სერიის მეხუთე ეტაპის პირველი დღე, ლიდერებმა “გასახურებლად” გამოიყენეს და დაგეგმილი გამარჯვებები მოიპოვეს.
გასული წლის ჰონკონგის ეტაპის და 2010 წლის მსოფლიო სერიის გამარჯვებულმა სამოამ, ამ დღეს ყველაზე დიდი ანგარიშით იმარჯვა და დებიუტანტი მექსიკა 64:0 გაანადგურა. კუნძულელებმა მეტოქეს 10 ლელო გაუტანეს და უშანსოდ დატოვეს. C ჯგუფის მეორე შეხვედრა შედარებით დაძაბული გამოდგა. ძირითადი დრო უკვე დასრულებული იყო და ტონგა 10:5-ს იგებდა, მაგრამ “სქოთებმა” ლელოს გატანა მოახერხეს, ანდრიუ სკენმა კი რეალიზაცია ზუსტად შეასრულა და გუნდს თასისთვის ბრძოლის შანსი შეუნარჩუნა.
მიმდინარე სერიის ლიდერებმა - ინგლისმა და ახალმა ზელანდიამ, შესაბამისად, ჩინეთი და კორეა დაჩაგრეს. მინიმალური სხვაობით იმარჯვა კანადამ, რომელმაც არგენტინა სენსაციურად დაამარცხა. დაძაბული იყო აშშ-სა და იაპონიის ნაკრებების შეხვედრაც, სადაც გამარჯვება ჩრდილოამერიკელებს დარჩათ. რუსეთმა სენსაციურად ძლია 7-კაცაში კარგად მობურთალ კენიას - 22:5.
ჰონკონგის სერია ერთ-ერთია იმ ორიდან, რომელიც წარმომადგენლობით გამოირჩევა. 24 გუნდი ექვს ოთხგუნდა ჯგუფშია გადანაწილებული. ჯგუფური ეტაპის გამარჯვებულებთან ერთად, თასისთვის ბრძოლას ორი საუკეთესო გუნდიც განაგრძობს, ასე, რომ ჯგუფური ეტაპის მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინაა. მთლიანობაში, მსოფლიო სერია რვა ეტაპად იმართება, გუნდები ჩასათვლელ ქულებს დაკავებული ადგილების მიხედვით იღებენ და 7-კაცა სერიის გამარჯვებული ის ნაკრები ხდება, რომელიც რვავე ეტაპის ჯამში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს.
A ჯგუფი
ახალი ზელანდია - კორეა 61:0
საფრანგეთი - პორტუგალია 5:12
1. ახალი ზელანდია 1 1 0 0 61-0 3
2. პორტუგალია 1 1 0 0 12-5 3
3. საფრანგეთი 1 0 0 1 5-12 1
4. კორეა 1 0 0 1 0-61 1
საფრანგეთი - კორეა
ახალი ზელანდია - პორტუგალია
პორტუგალია - კენია
ახალი ზელანდია - საფრანგეთი
B ჯგუფი
ინგლისი - ჩინეთი 59:5
აშშ - იაპონია 24:19
1. ინგლისი 1 1 0 0 59-5 3
2. აშშ 1 1 0 0 24-19 3
3. იაპონია 1 0 0 1 19-24 1
4. ჩინეთი 1 0 0 1 5-59 1
აშშ - ჩინეთი
ინგლისი - იაპონია
იაპონია - ჩინეთი
ინგლისი - აშშ
C ჯგუფი
სამოა - მექსიკა 64:0
შოტლანდია - ტონგა 12:10
1. სამოა 1 1 0 0 64-0 3
2. შოტლანდია 1 1 0 0 12-10 3
3. ტონგა 1 0 0 1 10-12 1
4. მექსიკა 1 0 0 1 0-64 1
შოტლანდია - მექსიკა
სამოა - ტონგა
ტონგა - მექსიკა
სამოა - შოტლანდია
D ჯგუფი
ფიჯი - მალაიზია 59:0
კენია - რუსეთი 5:22
1. ფიჯი 1 1 0 0 59-0 3
2. რუსეთი 1 1 0 0 22-5 3
3. კენია 1 0 0 1 5-22 1
4. მალაიზია 1 0 0 1 0-59 1
კენია - მალაიზია
ფიჯი - რუსეთი
რუსეთი - მალაიზია
ფიჯი - კენია
E ჯგუფი
სამხრეთ აფრიკა - ესპანეთი 33:5
უელსი - ჰონკონგი 35:12
1. სამხრეთ აფრიკა 1 1 0 0 33-5 3
2. უელსი 1 1 0 0 35-12 3
3. ჰონკონგი 1 0 0 1 12-35 1
4. ესპანეთი 1 0 0 1 5-33 1
უელსი - ესპანეთი
სამხრეთ აფრიკა - ჰონკონგი
ჰონკონგი - ესპანეთი
სამხრეთ აფრიკა - უელსი
F ჯგუფი
ავსტრალია - ზიმბაბვე 42:0
არგენტინა - კანადა 21:22
1. ავსტრალია 1 1 0 0 42-0 3
2. კანადა 1 1 0 0 22-21 3
3. არგენტინა 1 0 0 1 21-22 1
4. ზიმბაბვე 1 0 0 1 0-42 1
არგენტინა - ზიმბაბვე
ავსტრალია - კანადა
კანადა - ზიმბაბვე
ავსტრალია - არგენტინა
საერთო ცხრილი ოთხი ეტაპის შემდეგ
1. ინგლისი - 80
2. ახალი ზელანდია - 80
3. ფიჯი - 64
4. სამოა - 64
5. სახრეთ აფრიკა - 56
6. ავსტრალია - 36
7. არგენტინა - 24
8. უელსი - 18
9. კენია - 12
10. შოტლანდია - 8
11. აშშ - 6
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია