ამბები

1:47 | 29.03.2011 | ნანახია 4670 - ჯერ

“მომავლის საქართველომ” მეორე გამოცდაც ჩააბარა, სტუდენტები ჩაიჭრნენ

ინგლისურ ტურნეზე მყოფმა “მომავლის საქართველოდ” წოდებულმა საქართველოს სარაგბო ნაკრებმა, ბრიტანული არმიის გუნდის ძლევის (30:17) შემდეგ კარგი დღე არც ოქსფორდის უნივერსიტეტის ნაკრებს დააწია და მეტოქე 38:13 გაანადგურა. შეგახსენებთ, რომ ინგლისში შეკრებაზე საქართველოს A ნაკრები უნდა გამგზავრებულიყო, მაგრამ ლევან მაისაშვილმა ყველა სასურველი მორაგბის გამოძახება ვერ მოახერხა. ნაწილი ფრანგულმა კლუბებმა არ გაათავისუფლეს, ნაწილი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად, თბილისში გასამართი მსოფლიო თასის “ალაფისთვის” ემზადება და ამიტომ, ბრიტანეთში ქვეყნის მესამე გუნდი გაემგზავრა.
მიუხედავად ამისა, “ბორჯღალოსნებს” საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ არცერთ მატჩში არ დაუყენებიათ. წლეულს მარცხის გარეშე მოასპარეზე არმიელებს თამაშის ხალისი პირველივე ტაიმის (20:0) შემდეგ დააკარგვინეს, ოქსფორდელ სტუდენტებს კი კიდევ უფრო მწარედ გაუსწორდნენ. დღევანდელი მატჩის დეტალები, ჯერჯერობით უცნობია და მათ შეტყობისთანავე გაგაცნობთ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083267