გულშემატკივრის გვერდი

20:04 | 8.03.2016 | ნანახია 1853 - ჯერ

ბრძოლა არასდროს ყოფილა მშვიდი

1922 წლის 12 მარტს საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკაში გააერთიანეს და სსრკ-ს შემადგენლობაში შეიყვანეს. მაშინ თავს ზემოთ ძალა არ იყო: ბევრი ვიბრძოლეთ, ვიომეთ, რომ დამოუკიდებლობა შეგვენარჩუნებინა, მაგრამ...

თუმცა ეს სხვა ისტორიაა. წლეულს კი, რამდენიმე დღეში, ძველ ქართულ მიწაზე, სოჭში ქართველები და რუსები რიგით მე-20 სარაგბო დაპირისპირებაში შეებმებიან ერთმანეთს. როგორც წესი ბოლო წლებში, რუსებს უკვე თავადაც აღარ სჯერათ, რომ უახლოეს მომავალში შეძლებენ მათთვის სამარცხვინო სტატისტიკის გამოსწორებას: „დათვებს“ „ბორჯღალოსნები“ 1993 წლის შემდეგ არ დაუმარცხებიათ. და ახლა, როგორც ჩანს ჩრდილოელი მეზობლები იმედიანად არიან, და ქართველ მორაგბეებთან 23-წლიანი წარუმატებელი სერიის დასრულება სურთ. რაც მართალი მართალია, რუს მორაგბეებს ოცნება მართლაც გემოვნებიანად შეუძლიათ: „რუმინეთთან ის შედეგი ვერ მივიღეთ, რასაც ველოდით, მაგრამ ეგ არაფერი საქართველოსთან მატჩში სულ სხვა ხარისხის დაცვით და შეტევით ვითამაშებთ და სულ ზურგზე ვადენთ ბდღვირსაო...“ - ამ კომენტარს ჩვენი ლომებიც გაეცნობოდნენ და შაბათს ვნახავთ მათ პასუხს არენაზე...

სად, სად უნდა გაიმართოს „ბორჯღალოსნების“ და „დათვების“ რკენა? რა თქმა უნდა სოჭში - ამ ორი ქვეყნის დაპირისპირების ისტორულად მთავარ არენაზე.
რა ააერთიანებთ, ერთის მხრივ გიორგი მაზნიაშვილსა და ვალიკო ჯუღელს და მეორეს მხრივ გიორგი ჩხაიძესა და მერაბ კვირიკაშვილს? დიახ, ოთხივე ქართველი სოჭში არაერთხელ დაუპირისპირდა რუსებს! 1919 წელს პირველმა ორმა, ქართულ ჯართან ერთად რუსი დენიკინელები უკანმოუხედავად გაყარა ჯერ გაგრიდან, შემდეგ კი სოჭიდანაც, თუმცა რუსების უპირატესობის პერიოდში გაყურსულმა ინგლისელებმა, მაშინ ამოიდგეს ენა და კატეგორიულად მოთხოვეს ქართველებს უკან დაეხიათ ფსოუმდე. მოკლედ, რომ ვთქვათ იმ პერიოდში საქართველოს ორი დიდი მტერი ჰყავდა: ღია აგრესორი რუსები და ვირეშმაკი ინგლისელები...

თუმცა 2016 წლის 12 მარტს უკანდახევა არ იქნება!!! ჩხაიძეს, კვირიკაშვილს და საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ვერც რუსები შეაჩერებენ. რიგით მეოცე, საიუბილეო ბრძოლა მოსაგებია და რაგბის მსოფლიო რეიტინგში 1 საფეხურით, მე-12 საფეხურამდე დაწიანურებაც გარდაუვალი. რუსი დათვების ბრჭყალები წინა ტურში რუმინელმა „მუხის ფოთლებმაც“ შეამოწმეს და როგორც თამაშის მერე მათგან გავიგეთ, ბრჭყელები ერთობ დაბლაგვებულა და მოყანყალებულა და ვინძლო, „ლელოებთან“ თამაშის მერე საერთოდ მათ გარეშე არ დარჩნენ „სამფეროვანი დათვები“.

ასეა თუ ისე, შაბათს დიდი ბრძოლა გველის, დიდი და დიადი. ჩვენი დაპირისპირება არასდროს ყოფილა მშვიდი, არც იქნება... არც ამ შაბათს... არც არასდროს!

P.S. 12 მარტს „ბორჯღალოსნებს“ თავიანთ ისტორიაში ერთი მატჩი გაუმართავთ. 2005 წელს, თბილისში რუმინელებს დავუხვდით და ანგარიშით 20:13 დავამარცხეთ.

გიორგი ათათია


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:43 | 14.03.2016
ukleba (77)

ნუ გავშოვინისტდებით რა. ეგ მეზიზღება ღრუსების. სპორტია ბოლო ბოლო

18:15 | 09.03.2016
GiorgiG83 (525)

:facesplam:

21:38 | 08.03.2016
BEERTRANCE (1073)

დიდი ბრძოლა არა კვახი. გამო-ტრუხ-და ღრუსების ჯოგი.

0.082917