ამბები

19:07 | 9.04.2011 | ნანახია 1982 - ჯერ

ჩემპიონმა სადებიუტო ტურში ირევანშა

საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატის სადებიუტო ტურში, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა “ლოკომოტივმა” “არმია” 26:16 დაამარცხა და ერთი კვირის წინ, მასთან თასის მეოთხედფინალში განცდილი მარცხისათვის რევანში აიღო.
შეხვედრა დაძაბული და საინტერესო გამოდგა. “ლოკომოტივმა” პირველ ტაიმში 2 ლელო გაიტანა და ერთი რეალიზაცია გამოიყენა, მაგრამ თავად 2 ჯარიმა, თითო-თითო ლელო-გარდასახვა გაუშვა და შესვენებაზე გასვლისას 12:13-ს აგებდა.
შეხვედრის განახლების შემდეგ, არმიელებმა მონაგარი ჯარიმით გაზარდეს, მაგრამ საბოლოოდ “ლოკომოტივმა” იმძლავრა, პირველი ნახევრის მსგავსად, 2 ლელო მიითვალა, ორივე რეალიზაცია ზუსტი აღმოჩნდა და მიმდინარე გათამაშება გამარჯვებით გახსნა.
მანამდე, ჩემპიონატის გახსნით მატჩში, შარშანდელი გათამაშების ფინალისტმა “ლელომ” “არმაზი” 36:12 დაამარცხა. “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე, “აკადემიამ” “ყოჩებს” 19:15 აჯობა, ხოლო ფოთში, ქუთაისის “აიამ” რუსთავის “ხარები” 35:0 გაანადგურა. 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.091515