ამბები

15:56 | 15.04.2011 | ნანახია 5071 - ჯერ

განახლებულ ევროპირველობას რუსეთით ვიწყებთ

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება და მისი დამარცხებით, განახლებული ევროპირველობის  ნახევარფინალში გასვლას ეცდება.
მსოფლიოსა და ევროპის რაგბის მმართველებმა, ჩაკეტილი წრის გასახსნელად პირველი ნაბიჯი გადადგეს და კარი ექსპერიმენტის სახით, ჯერჯერობით, 18-წლამდელებში შეაღეს. აქ ნაჩვენები შედეგების მიხედვით, ისინი სამომავლო გეგმას დასახავენ და ვინ იცის, ეგებ მომავალში “ექვსი ერი” ეროვნული ნაკრებების დონეზეც მოვსინჯოთ, მანამდე კი, ლევან მგელაძეს და მის პატარა “ბორჯღალოსნებს” საკუთარი სიძლიერის დამტკიცება ასაკობრივ დონეზე მართებთ.
ახალი ფორმატის თანახმად, “ექვსი ერის” ქვეყნების 18-წლამდელთა ნაკრებებმა ორ სამგუნდა ჯგუფში იბურთავეს და ორი უარესი გუნდი ჩვენს დონეზე სათამაშოდ გაიმეტეს. წარუმატებელი ნაკრებები -  იტალია და შოტლანდია აღმოჩნდნენ, რომლებთანაც ძალის მოსინჯვის შანსი მათ ქვედა დონეზე მდგომი სარაგბო ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ნაკრებსაც ექნება. რადგან ასაკობრივი ჩემპიონატი ფლეი ოფის სისტემით იმართება, ამისათვის “ბორჯღალოსნებს” მეოთხედფინალში რუსეთის წინააღმდეგობის დაძლევა მართებთ, მერე კი, ვნახოთ.
საქართველოს ნაკრებმა მომავალი ტურნირისთვის მზადება ჯერ კიდევ გასული წლის მიწურულს დაიწყო და ქართულ კლუბებთან ამხანაგური შეხვედრები გამართა. დასკვნით შეკრებაზე პატარა “ბორჯღალოსნები” საფრანგეთში, სადაც ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, აპრილის დასაწყისში გაემგზავრნენ და “ტარბის” ახალგაზრდულ გუნდთან ამხანაგურადაც უნდა ებურთავათ, მაგრამ ფრანგებმა მოუცლელობა მოიმიზეზეს და თამაშზე უარი თქვეს. საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მეოთხედფინალური შეხვედრა თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება, წყვილს შორის გამარჯვებული კი, ნახევარფინალში იტალიისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის მოგებულს შეხვდება.   

საქართველო რუსეთთან
15. გიორგი აფციაური („თი-ბი-სი“)
14. მურაზ გიორგაძე („პატარძეულის ვეფხვები“)
13. თამაზ მჭედლიძე („არმია“)
12. მერაბ შარიქაძე („აკადემია“)
11. გიორგი ფრუიძე (რუსთავის „ხარები“)
10. გიორგი ტალახაძე („ხულიგანა“)
9. ვაჟა ხუციშვილი (რუსთავის „ხარები“)
1. გიორგი თეთრაშვილი („ხულიგანა“)
2. გიორგი ლომთაძე (ქუთაისის „აია“)
3. ვახტანგ ახობაძე („ლელო“)
4. გიორგი მჭედლიშვილი („ჯიქები“)
5. გიორგი სორდია („ლილი“, საფრანგეთი)
6. საბა შუბითიძე („აკადემია“)
7. თამაზ ოლხიაშვილი („ლილი“, საფრანგეთი)
8. ნოდარ მარდალეიშვილი (ქუთაისის „აია“)

მარქაფა
16. დავით ხიდაშელი („არმია“)
17. რატი ასათიანი (ქუთაისის „აია“)
18. თორნიკე ჯიბლაძე („თი-ბი-სი“)
19. ლაშა მოსეშვილი
20. ზურაბ თუთბერიძე (ქუთაისის „აია“)
21. გიორგი ბასილაია (რუსთავის „ხარები“)
22. ნიკოლოზ სულხანიშვილი („პატარძეულის ვეფხვები“)
განაცხადში ვერ მოხვდნენ: 23. გიორგი ნათელაშვილი (რუსთავის „ხარები“), 24. ნიკოლოზ პინაიშვილი („არმაზი“), 25. ბესარიონ შენგელია („ყოჩები“), 26. საბა ნიკოლავა („თი-ბი-სი“)
მწვრთნელები: ლევან მგელაძე, დავით კაკაბაძე.

პირველი დივიზიონი. საფრანგეთი (ტარბი, ოში). 15-24 აპრილი
1/4-ფინალი. 16 აპრილი

1.    შოტლანდია (1) - რუმინეთი (8)
2.    იტალია (2) - პორტუგალია (7)
3.    საქართველო (3) - რუსეთი (6)
4.    ბელგია (4) - გერმანია (5)
 

თასის ნახევარფინალები. 19 აპრილი
5.    პირველის გამარჯვებული - მეოთხეს გამარჯვებული
6.    მეორეს გამარჯვებული - მესამეს გამარჯვებული
 

ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის. 19 აპრილი
7.    პირველის დამარცხებული - მეოთხეს დამარცხებული
8.    მეორეს დამარცხებული - მესამეს დამარცხებული
 

23 აპრილი
მეშვიდე ადგილისთვის

მეშვიდეს დამარცხებული - მერვეს დამარცხებული
 

მეხუთე ადგილისთვის
მეშვიდეს გამარჯვებული - მერვეს გამარჯვებული
 

მესამე ადგილისთვის
მეხუთეს დამარცხებული - მეექვსეს დამარცხებული
 

ფინალი
მეხუთეს გამარჯვებული - მეექვსეს გამარჯვებული
 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080197