დიდი 10

21:19 | 6.03.2016 | ნანახია 1132 - ჯერ

ფავორიტებმა დაგეგმილი მოიგეს

დიდი 10-ის მე-15 ტურის მეორე სათამაშო დღეს, გორის „ჯიქმა“ და ბოლნისის „ყოჩებმა“ ქვედა ოთხეულის გუნდებთან დაგეგმილი 4-4 სატურნირო ქულა ჩაიწერეს, მაგრამ პრემიები ვერ აიღეს.

„შევარდენზე“ უძლიერესთა შორის დარჩენისთვის მებრძოლი „არმაზი“ „ჯიქს“ დაუხვდა, პირველ ტაიმში რამაზ ხარაზიშვილისა და შალვა დიდებულიძისგან ლელოები მიიღო, რომელთაგან ერთი ხარაზიშვილმა გარდასახა და 0:12 ჩამორჩა. „ჯიქს“ პრემიალური ქულის აღების შანსი გაუჩნდა, მაგრამ არ გარისკა, ლაშა სირაძის ლელოს ხარაზიშვილის ჯარიმით უპასუხა და 15:5 იმარჯვა.

„ავჭალაზე“ შეკრებილმა 400-მდე მაყურებელმა ორი განსხვავებული ტაიმი და არასანახაობრივი თამაში იხილა. მატჩის მსვლელობაზე დიდი გავლენა იქონია ძლიერმა ქარმა, რომელმაც პირქარში მოთამაშე გუნდებს 40-40 წუთით ფაქტობრივად ფეხით თამაშის შესაძლებლობა მოუსპო. ხშირი იყო ტექნიკური წუნი და არასწორი გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით „ყოჩების“ მხრიდან და ამის გამო მათ რამდენიმე სალელოვე შეტევა გააფუჭეს, თორემ წესით პრემიალური ქულით უნდა მოეგოთ.

არ უნდა დავუკარგოთ თავდადებული თამაში „აკადემიას“, რომელმაც წარმატების მისაღწევად მაქსიმუმი გაიღო. მაგრამ ჯერ კიდევ მატჩის დებიუტში მიღებულმა ტრავმებმა, დასკვნით წუთებში ისინი საკუთარი ნებით 14 კაცის ამარა თამაში აიძულა, არადა, მათი ეს თავდადება პრემიალურ ქულას ნამდვილად იმსახურებდა. თბილისელთაგან განსაკუთრებით ანზორ სიჭინავა გამოირჩა, რომელიც მბოჭავებს მარტივად უსხლტებოდა და უპირატესობას ქმნიდა, თუმცა ამის გამოყენება ვერ მოხერხდა.

პირველ ტაიმში პირქარი „ყოჩებს“ უშლიდა ხელს, თუმცა დებიუტში სალელოვე შეტევა სწორედ მათ ჰქონდათ, მაგრამ ბოლნისელებმა ბურთის სწრაფად ჩათამაშება დააგვიანეს და ფლანგზე მეტობა ვერ გამოიყენეს. მერე მათ ბურთის საკუთარი ნახევრიდან გატანა ვერ შეძლეს, დაჯარიმდნენ და სოსო მათიაშვილმა ანგარიში გახსნა. ამას „ყოჩების“ კარგი შეტევა მოყვა, რომელიც ბოლნისელმა უკანახაზელებმა ცენტრში დანიშნული შერკინებიდან გაითამაშეს, გიორგი ხარშილაძემ ხაზი გაჭრა, მარჯვენა ფლანგზე კარგად იარეს ირაკლი გეგენავამ და ლევან გოგოლაშვილმა და ჯამში ეს 50-მეტრიანი გარბენი „აკადემიას“ ლელოდან 6-7 მეტრში ჯარიმად და სინბინად დაუჯდა.

„ყოჩებმა“ შერკინება ირჩია, იმძლავრა და ჯაბა კიკვიძემ ლელო დაამიწა. სოხაძის გარდასახვა არაზუსტი იყო - 5:3 და საქმეში ისევ ქარი ჩაერთო. ბუნებრივმა პირობებმა თბილისელებს მეტოქის ნახევარზე ფეხის მოკიდების საშუალება მისცა, მაგრამ შეცდნენ, კარის წინ დანიშნული ჯარიმიდან 3 ქულის აღება რომ არ სცადეს. მერე მათიაშვილს 58 და 28 მეტრიდან გაუფუჭდა დარტყმები, თუმცა შესვენებამდე ხუთი წუთით ადრე, სიჭინავამ აუტიდან სწრაფად რომ შემოაგდო ბურთი, აკადემიელთა უკანახაზელებმა სამი პასით და ოფლოუდებით ზედ კარის წინ გაჭრეს ხაზი და ბურთი ძელებსშუა მათიაშვილმა დაამიწა. მისივე გარდასახვა ზუსტი იყო და ტაიმი თბილისელებმა 10:5 მოიგეს.

მეორე ტაიმში ქარი უკვე ბოლნისელთა სასარგებლოდ ქროდა და „აკადემამ“ ფაქტობრივად მთელი 40 წუთი მეტოქის ნახევარზე გადასვლაც კი ვერ მოახერხა. მაგრამ ასეთი ტერიტორიული უპირატესობის გამოყენება ტექნიკური წუნის გამო გაჭირდა. საწყის 20 წუთში თემურ სოხაძემ ორი ჯარიმა გაიტანა და თავისი გუნდი დააწინაურა, მერე სანდრო ნიჟარაძემ 22-ის ხაზთან პასი ვერ შეიმაგრა, თორემ მის წინ აღარავინ იდგა, ხოლო სივრცე საკმარისზე მეტი იყო და „აკადემიას“ ლელოსგან ვეღარაფერი იხსნიდა.

რადგან ლელოს დადება ვერ ხერხდებოდა, სოხაძემ აღარ გარისკა, „აკადემია“ კონტრშეტევის მცდელობისას რომ დაჯარიმდა 48 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა და უპირატესობა 4 ქულამდე გაზარდა. სულ ბოლოს თამაში აირია, ფეხით მოგერიებული ბურთი მეტოქის 22-ში ბექა გუგეშაშვილმა მოიხელთა, სამ მცველს დაუსხლტა და ლელოც დაამიწა, ხოლო სოხაძემ გარდასახა და „ყოჩებმა“ 21:10 იმარჯვა, რითაც სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილამდე დაწინაურდა.

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი. დიდი 10. XV ტური

6 მარტი

თბილისი. „შევარდენი“.

არმაზი [თბილისი] - ჯიქი [გორი] 5:15

თბილისი. „ავჭალა“.400 მაყურებელი

ყოჩები [ბოლნისი] - აკადემია [თბილისი] 21:10

საქართველოს პირველობა 2015-16 * დიდი 10

6/03

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

ლელო სარასენს თბილისი

15

11

1

3

2

1

0

281:217

+64

30/21

49

2

ლოკომოტივი თბილისი

15

10

1

4

1

4

0

278:212

+66

29/15

47

3

ჯიქი გორი

15

9

1

5

4

3

0

238:156

+82

27/11

45

4

ყოჩები ბოლნისი ^

15

10

0

5

1

3

0

271:231

+40

21/21

44

5

ბათუმი ბათუმი

15

9

1

5

1

5

0

257:217

+40

20/11

44

6

აია ქუთაისი

15

8

2

5

1

3

0

247:221

+26

21/17

40

7

ხარები რუსთავი

15

5

0

10

0

5

0

186:248

-62

16/27

25

8

აკადემია თბილისი

15

5

0

10

0

4

0

143:228

-85

09/24

24

9

არმია თბილისი

15

3

1

11

0

8

0

242:319

-77

17/36

22

10

არმაზი თბილისი

15

1

1

13

0

7

0

191:285

-94

19/26

13

^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო

6/03 @ 17.50

ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში
პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს [მინიმუმ] სამით მეტ ლელოს გაუტანს
ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 8 ქულაზე ნაკლებით [გარდასახული ლელოს ფარგალში] დამარცხდება
ფრეზე ბონუსი არავის ერგება. სისტემა ქართულია: განსხვავდება ფრანგული და დანარჩენი მსოფლიოს ნიხრებისგან

XVI ტური. 12-13 მარტი

აკადემია - არმაზი, ლოკომოტივი - ყოჩები, ლელო-სარასენსი - ბათუმი, არმია - ხარები, ჯიქი - აია

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.139254