სხვა

12:33 | 6.03.2016 | ნანახია 1850 - ჯერ

არჩუაშვილის წარმატებული დებიუტი

ბოლნისის „ყოჩების“ ყოფილმა მეორეხაზელმა მიხეილ არჩუაშვილმა, რომელიც ერთი კვირის წინ რუმინეთში გაემგზავრა და ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბ ბუქარესტის „სტიაუასთან“ კონტრაქტის სეზონის ბოლომდე გააფორმა, ახალი კლუბის მაისურით პირველი თამაში ჩაატარა.

ეს იყო ამხანაგური შეხვედრა თანაქალაქელ „დინამოსთან“ და „სტიაუამ“ მეტოქეს ერთის წილ ხუთი ლელო გაუტანა, ტაბლოზე კი, 29:7 დაფიქსირდა. არჩუაშვილმა თამაში ძირითადში დაიწყო, შესვენებისას შეცვალეს და 15 წუთში მოედანზე დაბრუნდა.

„გუნდში ბევრი ახალი მოთამაშეა, ფაქტობრივად ახალი გუნდი კეთდება და შეცდომები გვქონდა, თუმცა საბოლოოდ ნორმალური თამაში იყო. ჯერჯერობით გუნდს და სიტუაციას ვეჩვევი, თუმცა მწამს, ყველაფერი კარგად იქნება“ - გვითხრა არჩუაშვილმა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.102155