20-წლამდელები

0:27 | 5.03.2016 | ნანახია 1200 - ჯერ

„უმცროსი ბორჯღალოსნები“ ურუგვაის ამარცხებენ

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, სამხრეთ ამერიკული ტურნეს დასკვნით მატჩში, მონტევიდეოში მასპინძელ ურუგვაის პირველი ტაიმის შემდეგ 10:3 ამარცხებს.

ანგარიში გიორგი გოგოლაძემ ჯარიმით გახსნა. მერე ისე, როგორც შარშან პორტუგალიაში მსოფლიო თასის „ალაფისას“, ჩხუბი ატყდა და რეფერიმ ორივე გუნდიდან თითო მორაგბე გაასინბინა. მასპინძლებმა წონასწორობა მალე აღადგინეს, თუმცა 32-ე წუთზე მიხეილ გორგასლიძემ ლელო გაიტანა, რომელიც გოგოლაძემ გარდასახა და ტაიმი 10:3 დასრულდა.

შეგახსენებთ, სერიის პირველ ორ მატჩში ქართველი 20-წლამდელები არგენტინელ თანატოლებს ეთამაშნენ და ორივე შემთხვევაში მასპინძლებმა დამაჯერებლად მოიგეს, ხოლო ოთხი დღის წინ ურუგვაისთან გამართული ჯახი ასევე მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა - 21:19. იმედია, „ბორჯღალოსნები“ ტურნეს გამარჯვებით დაასრულებენ.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076918