დიდი 10

16:25 | 4.03.2016 | ნანახია 1032 - ჯერ

შაბათს რეგიონებში, კვირას თბილისში

საქართველოს „დიდი 10“-ის მე-15 ტურის თამაშები ისე განაწილდა, რომ შაბათს, 5 მარტს, სამი შეხვედრა რეგიონებში, ხოლო კვირას ორივე მატჩი თბილისში გაიმართება.

ტურში ერთი ცენტრალური ჯახია და მისი ხილვით ფოთელი მაყურებელი ისიამოვნებს. „ბათუმს“ და თბილისის „ლოკომოტივს“ საპლეიოფო ექვსეულში ადგილი უკვე დაბევებული აქვთ და ახლა ბრძოლა იმაზე მიდის, ფინალისკენ ვის უფრო იოლი და ვის რთული გზა ერგება. დებულებას რომ არ ჩავუღრმავდეთ მარტივად ვთქვათ - ამ მხრივ საუკეთესო პირველ-მეორე ადგილების დაკავებაა, თუმცა მესამე-მეოთხე პოზიციაც იძლევა გარკვეულ უპირატესობას.

მოცემულ მომენტში გუნდები თანაბარი ქულებით მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ, თბილისელები წინ დამატებითი მაჩვენბლებით არიან და ამ ბრძილაში მხოლოდ გამარჯვებას კი არა, პრემიალურ ქულასაც ოქროს ფასი ექნება, რადგან მდევრებიც იქვე არიან და ფეხის დაცდენა არავის შერჩება. გუნდები რომ თანაბარი ძალის არიან ამაზე პირველი წრის თამაშიც მეტყველებს, რომელშიც „რკინიგზელებმა“ თბილისში სტუმრები 25:19 დაამარცხეს, მაგრამ ზღვისპირელებმა პრემიალური ქულის წაღება მოახერხეს.

ფოთში „ბათუმი“ წვიმის დროს თამაშობს ხოლმე და მიმდინარე სეზონში იქ ორჯერ მიიღო მეტოქე, ორივეჯერ ქვედა ოთხეულის წარმომადგენელი და ორივეჯერ მოიგო, მაგრამ სტუმრებმა პრემიალური ქულების წაღება შეძლეს. გასულ ტურში ზღვისპირელები „ყოჩებთან“ 20:26 დამარცხდნენ, ეს ორი კვირის წინ იყო, მერე კი, ესპანეთთან მატჩისას ერთ-ერთი ლიდერი გიორგი თხილაიშვილის დაკარგეს, რომელმაც კუნთი გაიწყვიტა და მოედანი საკაცით დატოვა. „ლოკომოტივი“ მეორე წრეში არ დამარცხებულა და ოთხ მოგებას ერთი ფრე გამოურია 31 იანვარს ქუთაისში „აიას“ დაუზავდა [12:12].

ფოთის პარალელურად თამაშები იწყება რუსთავსა და ქუთაისში. დასავლეთ საქართველოში ადგილობრივი „აია“ თბილისის „არმიას“ დაუხვდება. მასპინძლები ექვსეულში 12-ქულიანი ფორით კი არიან, მაგრამ პლეი ოფში უკეთესი ადგილით გასვლა სურთ და ქვედა ოთხეულის გუნდთან მხოლოდ პრემიალურ გამარჯვებას თუ დაგეგმავენ. „აიას“ რევანშიც აქვს ასაღები, რადგან ამ გუნდთან პირველ წრეში 24:29 დამარცხდნენ.

მასპინძლებს 2016 წელს ჯერ თამაში არ მოუგიათ და ესეც გამოსასწორებელი აქვთ. ისინი „ყოჩებთან“ და „ლელო-სარასენსთან“ დამარცხდნენ, მათ შორის კი, „ლოკომოტივს“ დაუზავდნენ. არმიელებს „დიდ 10“-ში დარჩენის საკითხი ჯერ არ გადაუწყვეტიათ, ბოლოდან მეორე ადგილზე არიან და ორი კვირის წინ მდევარს ჩამორჩენის 8 ქულამდე დაყვანის შესაძლებლობა მისცეს. მათთვის იდეალური ვარიანტი პირველლიგელთან გადათამაშების თავიდან აცილებაა და ამისთვის ქულების აღებას ლიდერებთანაც უნდა ეცადნონ.

ანალოგიურ სიტუაციაშია რუსთავის „ხარები“, რომელიც „არმიას“ მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს და ხვალ ქვეყნის ბოლო სამი წლის ჩემპიონს და მიმდინარე გათამაშების ლიდერ თბილისის „ლელო-სარასენსს“ მასპინძლობს. „ხარები“ მომავალ თამაშს 4-მატჩიანი მარცხიანი სერიით ხვდებიან, მაშინ, როდესაც „ლელო-სარასენსს“ 7-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს, მდევრებს 6 ქულით უსწრებს და ამ მოგების შემდეგ რეგულარულ გათამაშებაში პირველობას კიდევ უფრო მიუახლოვდება. პირველ წრეში რუსთაველებმა დიდ დიღომში იბრძოლეს და პრემიალური ქულა წაიღეს [12:18].

კვირას პირველი თამაში 14 საათზე „შევარდენზე“ იწყება და მასში მადაზე მოსული „არმაზი“ გორის „ჯიქს“ დაუხვდება. არმაზელებმა ჩემპიონატში პირველი გამარჯვება გასულ ტურში მოიპოვეს, როდესაც „არმიას“ 21:18 სძლიეს, მაგრამ პრემიალური ქულების ხარჯზე „დიდ 10“-ში დარჩენის შანსს ინარჩუნებს და ამისათვის ბოლომდე იბრძოლებს. „ჯიქის“ მიზანი რეგულარული გათამაშების მინიმუმ მოწინავე ოთხეულში დასრულებაა, მაგრამ ამ გუნდისთვის ქვედა ოთხეულის წარმომადგენლებთან მარცხი უცხო არაა [„ხარებთან“ 5:6 და „არმიასთან“ 12:13] და მაგრად უნდა მოინდომოს. პირველ წრეში გორელებმა მეტოქეს ბრძოლაში 16:10 მოუგეს.

ბოლნისის „ყოჩებს“ 5-მატჩიანმა გამარჯვებების სერიამ პლეი ოფში მეორე ადგილით გასვლის შანსი გაუჩინა და „აკადემიასთან“ მოგებით, მინიმუმ ერთი ადგილით დაწინაურებას აცდება, რისი შანსიც ამ ტურში ნამდვილად ექნება. „დიდ 10“-ში ამ სეზონის წინ დაბრუნებულ აკადემიელებს პირდაპირ დაქვეითება ნაკლებად ემუქრებათ, მაგრამ არც გადათამაშება გამოიყურება მიმზიდველად და 3-ქულიანი ფორის შენარჩუნებას, ან გაზრდას ეცდებიან.

გასულ ტურში ბოლნისელებმა „ბათუმს“ სძლიეს, რითაც მასთან და „ლოკომოტივთან“ ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანეს. შეგახსენებთ, ეს გუნდები ერთმანეთს ერთი დღით ადრე ეთამაშებიან და რომელიმე, ან ორივე [ფრის შემთხვევაშო], ქულებს აუცილებლად დაკარგავს. პირველ წრეში „ყოჩებმა“ „აკადემიას“ „ავჭალაზე“ 16:6 მოუგო. თამაში ახლაც „ავჭალაზეა“ და 16 საათზე დაიწყება.

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი. დიდი 10. XV ტური

5 მარტი

რუსთავი. 14:00 საათი

ხარები [რუსთავი] - ლელო-სარასენსი [თბილისი]

ქუთაისი. 14:00 საათი

აია [ქუთაისი] - არმია [თბილისი]

ფოთი. 14:00 საათი

ბათუმი [ბათუმი] - ლოკომოტივი [თბილისი]

6 მარტი

თბილისი. „შევარდენი“. 14:00 საათი

არმაზი [თბილისი] - ჯიქი [გორი]

თბილისი. „ავჭალა“. 16:00 საათი

ყოჩები [ბოლნისი] - აკადემია [თბილისი]

21/02

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

ლელო სარასენს თბილისი

14

11

1

2

2

1

0

273:197

+76

29/19

49

2

ლოკომოტივი თბილისი ^

14

9

1

4

1

4

0

261:197

+64

27/15

43

3

ბათუმი ბათუმი

14

9

1

4

1

4

0

242:200

+42

20/09

43

4

ჯიქი გორი

14

8

1

5

4

3

0

223:151

+72

25/10

41

5

ყოჩები ბოლნისი

14

9

0

5

1

3

0

250:221

+29

19/20

40

6

აია ქუთაისი

14

7

2

5

1

3

0

229:205

+24

19/16

36

7

აკადემია თბილისი

14

5

0

9

0

4

0

133:207

-74

08/22

24

8

ხარები რუსთავი ^

14

4

0

10

0

5

0

166:240

-74

14/26

21

9

არმია თბილისი

14

3

1

10

0

7

0

226:301

-75

16/34

21

10

არმაზი თბილისი

14

1

1

12

0

7

0

186:270

-84

18/24

13

^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო

21/02 @ 18.05

ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში
პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს [მინიმუმ] სამით მეტ ლელოს გაუტანს
ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 8 ქულაზე ნაკლებით [გარდასახული ლელოს ფარგალში] დამარცხდება
ფრეზე ბონუსი არავის ერგება. სისტემა ქართულია: განსხვავდება ფრანგული და დანარჩენი მსოფლიოს ნიხრებისგან

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.124588