ტესტ-მატჩები

10:26 | 3.03.2016 | ნანახია 1015 - ჯერ

„ბოკეს“ წევრებს შემოსავლები შეუმცირდებათ

სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა, ნაკრების წევრების კონტრაქტში ცვლილების შეტანას გეგმავს, რომლის თანახმადაც, ისინი ვალდებული იქნებიან წელიწადში ერთხელ ერთი თვით, კერძოდ ოქტომბერში, რაგბისაგან დაისვენონ.

„სპირნგბოკის“ მოთამაშეებს სამხრეთ აფრიკის შიდა პირველობაში, „ქარი ქაფში“ თამაშიც აეკრძალებათ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ აფრიკელებს შემოდგომაზე იაპონიაში საშოვარზე წასვლა აღარ გამოუვათ. იაპონიის სუპერ ლიგა სექტემბერში იწყება და იანვრში მთავრდება. რადგან იქაური კლუბები ვარსკვლავებს დიდ ხელფასებს უხდიდნენ, სამხრეთ აფრიკელები შემოდგომაზე იაპონიაში სიხარულით მიდიოდნენ, ამ შეზღუდვის მიზეზი კი, ნოემბრის ტესტ-მატჩებია, რომლისთვისაც მოთამაშეებმა უნდა დაისვენონ.

სურვილის შემთხვევაში სამხრეთ აფრიკელებს იაპონიაში დეკემბერში შეეძლებათ გამგზავრება, მაგრამ ძნელად სავარაუდოა თავად იაპონელები ასეთ პირობებს დათანხმდნენ.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:49 | 03.03.2016
BEERTRANCE (1073)

კარგია ნაკრებისთვის რო ზრუნავენ ასე, ნეტა მსოფლიო რაგბიმ მოითხოვოს ყველა ქვეყნისგან ეგრე.

0.088632