ამბები

22:13 | 31.03.2012 | ნანახია 3258 - ჯერ

რუმინეთმა უკრაინა გაანადგურა

რუმინეთის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, წლევანდელი ერთა თასის გადადებულ შეხვედრაში ჯგუფის აუტსაიდერს, უკვე დაქვეითებულ უკრაინას ბუქარესტში უმასპინძლა და მეტოქე 71:0 გაანადგურა.
რუმინელებმა სტუმრებს 11 ლელო გაუტანეს და 8 გარდასახვა გამოიყენეს. მათ ერთი პრემიალური ქულაც მიიღეს და სანამ საქართველოს ნაკრები იმავე უკრაინას სტუმრად ეთამაშება, სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა. ქართველები უკრაინელებს 9 ივნისს დაუპირისპირდებიან და პრემიალური ქულით მოგების შემთხვევაში, თასს შეინარჩუნებენ. შესაძლოა, “ბორჯღალოსნებს” თასის შესანარჩუნებლად უბრალოდ მოგებაც ეყოთ (ოთხი ლელოს გატანის და პრემიალური ქულის აღების გარეშე). ეს საბოლოოდ 19 მაისს გაირკვევა, როცა რუსეთი ესპანეთს უმასპინძლებს _ ესპანელებმა გამარჯვების შემთხვევაში, ოთხი ლელოს გატანა და პრემიალური ქულის აღება ვერ უნდა მოახერხონ.

2012 წლის ერთა თასი
4 თებერვალი

რუმინეთი - პორტუგალია 15:7 (5:7)
 
11 თებერვალი
ესპანეთი - საქართველო 25:18 (18:8)
პორტუგალია - რუსეთი 32:33 (20:16)
 
25 თებერვალი
საქართველო - პორტუგალია 32:7 (7:0)
რუსეთი - რუმინეთი 0:25 (0:12)
უკრაინა - ესპანეთი 6:41 (6:20)
 
10 მარტი

რუსეთი - უკრაინა 38:19 (21:12)
რუმინეთი - საქართველო 13:19 (10:6)
პორტუგალია - ესპანეთი 23:17 (6:8)

17 მარტი
საქართველო - რუსეთი 46:0 (17:0)
ესპანეთი - რუმინეთი 13:12 (3:6)
უკრაინა - პორტუგალია 35:33 (13:16)

31 მარტი
რუმინეთი - უკრაინა 71:0 (26:0)

1.    რუმინეთი         5    3    0    2    136-39      16
2.     საქართველო    4    3    0    1    115-45     15
3.     ესპანეთი          4    3    0    1    96-59       14    
4.    რუსეთი             4    2    0    2    71-122       9
5.    პორტუგალია    5    1    0    4    102-132     7
6.    უკრაინა             4    1    0    3    60-183       5
 
19 მაისი

რუსეთი - ესპანეთი
 
9 ივნისი

უკრაინა - საქართველო

2011-12 წლების ერთა თასის ჯამური ცხრილი
1.    საქართველო       9     8     0     1     283-80        37
2.    რუმინეთი         10     6     0     4     302-108     32
3.    ესპანეთი             9     5     0     4     188-234      24
4.     პორტუგალია   10     4     0     6     215-230     21
5.     რუსეთი             9     4     0     5     171-220      20
6.    უკრაინა               9     1     0     8     121-408      5

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087823