ამბები

0:08 | 24.05.2012 | ნანახია 3254 - ჯერ

3 დეკემბერს, ლონდონში...

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ვებ-გვერდის ცნობით, 2015 წლის მსოფლიოს თასის ფინალური ეტაპის კენჭისყრა 3 დეკემბერს ლონდონში შედგება, თავად ტურნირი კი ინგლისში 18 სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდება.
12 ნაკრები გასული მსოფლიოს თასის შედეგების მიხედვით, ფინალში პირდაპირაა დაშვებული და ოთხ ჯგუფში თანაბრად გადანაწილდება. ესენი ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, ინგლისი, უელსი, საფრანგეთი, არგენტინა, ირლანდია, ტონგა, სამოა, იტალია და შოტლანდია არიან.
კიდევ რვა ნაკრები ინგლისის საგზურს შესარჩევი ციკლის შემდეგ გაიფორმებს. ევროპის, აზიის, ამერიკისა და ოკეანეთის პირველი გუნდები მე-4 კალათაში მოხვდებიან, ხოლო ევროპისა და ამერიკის მე-2, აფრიკის პირველი და დამატებითი შესარჩევი ტურნირის გამარჯვებული გუნდი – მეხუთეში.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.091204